ვენერას საიდუმლო

 ვენერა თავისი ღრუბლების სითეთრის ქვეშ რაღაცას მალავს. მეცნიერები ამ ძველი გამოცანის ამოხსნას ცდილობენ, კოსმოსური აპარატის მიერ 20 წლის წინათ დაგროვებული მონაცემების გამოყენებით.

 ვენერას ზედაპირი ხილულ დიაპაზონში მისი ორბიტიდანაც კი არ ჩანს, სქელი და ღრუბლიანი ატმოსეფროს გამო. ზედაპირის რუკის შესადგენად კოსმოსური აპარატები რადარს იყენებენ, არა მარტო არეკლილი და შთანთქმული სიგნალის მიხედვით, არამედ ცხელი ზედაპირის რადიო გამოსხივებითაც. ვენერას ბოლო კარტოგრაფირება 20 წლის წინათ ”მაგელანმა” მოახდინა(ვენერას მზვერავები). აღმოჩნდა, რომ ვენერას ზედაპირი რადიოსხივებს სიმაღლის მიხედვით განსხვავებულად ირეკლავს. ყველაზე უფრო მაღალ წერტილებზე ბნელი რადიოლაქებიც კი დაიმზირებოდა(”ვენერა ექსპრესი”).magellan nasa

 ”მთიანი რეგიონების სითეთრის ტენდენცია სახეზეა, თუმცა ყველაზე უფრო მაღალ ადგილებში ბნელი ლაქებიც გვაქვს” – ამბობს ელის ჰარინგთონი(პლანეტოლოგი, საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტი ბრიტანულ კოლუმბიაში). ამ კონტექსტში ნათელი უბნების ქვეშ რადიოტალღების კარგად არეკვლის უნარი იგულისხმება, სიბნელეში კი რადიოტალღების შთანთქმა. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღლა ავდივართ ვენერაზე, მით უფრო მეტ რადიოტალღებს შთანთქავს მიწა, სრულ ჩაბნელებამდე.

 ”როგორც დედამიწაზე, ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით იცვლება. სიმაღლეზე დაბალი ტემპერატურა ყინულისა და თოვლის წარმოქნას იწვევს, რომლებიც დედამიწის ელვარე სურათს ქმნიან, ოღონდ ხილულ დიაპაზონში. შესაძლებელია, ვენერაზე მიმავალი მძიმე მეტალების ნაერთთა ქიმიური გამოფიტვა ან ჰაერიდან მათი დალექვა ტემპერატურაზე იყოს დამოკიდებული – სიცივე მძიმე მეტალებისგან” – განმარტავს ჰარინგთონი.

 ჰარინგთონს ძველი მოანცემების გადახედვა მოუხდა. კოლეგებთან ერთად ვენერას რელიეფის სტერეორადიოლოკაციური მასალები შეისწავლა, ნაცვლად დაბალი გარჩევადობის რადიოლოკაციური ალტიმეტრიისა.

 მეცნიერებმა ვენერას მაღალმთიანი რეგიონის – Odva Regio, ორი უბანი შეისწავლეს, სადაც სიმაღლეზე დამოკიდებული იგივენაირი რადიოარეკვლა გამოვლინდა. რადიოანარეკლი დაბალი იყო 2400 მეტრის სიმაღლეზე, მისი სწრაფი ზრდა კი 4500 მეტრზე დაიმზირებოდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა ნავარაუდევზე მეტი ბნელი რეგიონები აღმოაჩინეს.

 ”წინა ნამუშევრის ავტორებმა რამდენიმე ბნელი ლაქა შეამჩნიეს, ჩვენ კი ასეულობით მეტი” – დასძენს ჰარინგთონი.

 რამდენიმე წლის წინათ გამოთქმული ვერსიის მიხედვით, ბნელი და ნათელი წერტილები თავისებური სეგნეტოელექტრული კომპონენტების მიზეზით შეიძლება ჩნდებოდნენ, თუმცა აქამდე ვერანაირი მსგავსი კომპონენტი ვერ იქნა აღმოჩენილი. ვენერას ზედაპირის ტემპერატურა 500 გრადუსს აღწევს, ხოლო ატმოსფერული წნევა დედამიწისეულზე 90-ჯერ მაღალია, მოდიან მჟავური წვიმებიც. იგივენაირი გარემოს შექმნა და საჭირო კომპონენტების გამოვლენა ძალიან ძნელი საქმეა.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=3xrMu3jq6P8
ვენერას რადიოკარტოგრაფირება(”მაგელანი”,NASA).

 ”არავინ იცის, რითი შეიძლება აიხსნას უეცარი სიბნელე. ვფიქრობ, ჩვენი ნამუშევარი ვენერასადმი ინეტრესის სტიმულირებას მოახდენს” – ამბობს ჰარინგთონი(ვენერაზე ქარები გაძლიერდა; მუდმივად ცვლადი შტორმი ვენერაზე; ვენერას იონოსფეროს მესამე მდგომარეობა; ვულკანები ვენერაზე; პოლარული ნათება ვენერაზე?!; ასტრონომებმა ვენერას დღე-ღამის ხანგრძლივობა გაზარდეს; 70-80-იან წლებში რუსულმა ზონდებმა ვენერაზე მიკრობები გადაიღეს?!; პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.