ინფლაციის კვალის ძიებაში: პოლარიზაციის ”მოდა”

 ადრეული სამყროს ინფლაციის კვლებს ანტარქტიკული ტელესკოპი ეძებს(Nature).  დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებული ჰიპოთეზა, რომელიც ადრეული სამყაროს განვითარების ეტაპებს აღწერს, არის ინფლაციური მოდელი – გაჩენის პირველ მომენტებში სამყარო ძალიან სწრაფად ფართოვდებოდა(ექსპონენციალურად). ეს პროცესი და მისი ზოგიერთი დეტალი თანამედროვე სამყაროს ძალიან ბევრ თავისებურებებს ხსნის, მაგალითად, მისი სიბრტყელე, იზოტროპულობა და ერთგვაროვნობა, მსხვილმასშტაბაიანი სტრუქტურების არსებობა(ფილამენტი). თუმცა, ინფლაციის სტადიის უტყუარი მტკიცებულებები დღედმე არ არსებობდა.

 თეორიულად, იმ შორეული დროის კვლები ჩვენ დრომდე უნდა იყოს შემონახული. ინფლაციისას ძალინ ძლიერი გრავიტაციული ველები(1) უნდა გაჩენილიყვნენ. სივრცის გამრუდებით, გაწელვითა თუ შეკუმშვით, ისინი თავისუფალ ელექტრონებზე გაბნეული გამოსხივების პოლარიზაციისათვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. იმ ეპოქის ”ექოს”(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ), რომელიც ჩვენამდე მიკროტალღური რელიქტური გამოსხივების სახით მოვიდა, ამ პოლარიზაციის ნიშნები უნდა ჰქონდეს შემონახული – ე.წ. В-მოდა.

 სამწუხაროდ, დიდი ხნის მანძილზე მისი დაფიქსირება ვერ ხერხდებოდა, სხვა პოლარიზაციასთან შერევის გამო – Е-მოდა, რომელიც გრავიტაციულ ტალღებს არ უკავშირდება, უკიდურესად სუსტი სიგნალის გამო და ა.შ. რამდენიმე დღის წინ კანადელმა ფიზიკოსებმა ამის დადგენის შესაძლებლობის პირველი ნიშნები დაინახეს. მათ 10 მეტრიანი ზემგრძნობიარე მიკროტალღური ტელესკოპი – SPT გამოიყენეს(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ), რომელიც ამუნდსენი-სკოტის ანტარქტიკულ სადგურზე მუშაობს.

 ჯერჯერობით ეს ის В-მოდა არაა, რომელიც ინფლაციის პროცესის უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა. თუმცა ეს აღმოჩენაც საკმაოდ სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს: კანადელები იმედოვნებენ, რომ დამატებითი დაკვირვებების მერე ისინი სამი ტიპის ნეიტრინოების მასებს დაადგენენ, უფრო ადრე, ვიდრე მათი კოლეგები ამას ახალ ამაჩქარებლებზე გააკეთებენ(ახალი ინგრედიენტი). SPT-ს მთავარი მიზანი რელიქტური გამოსხივების პლარიზაციის В-მოდის ძებნაა, სწორედ იმის, რომელიც ინფლაციის დროს გრავიტაციული ველებით წარმოიქმნა. მთელი ცის თაღის რელიქტური გამოსიხვების შესწავლის მერე, ”ზედმეტი” მოდების გამორიცხვით, ალბათ საჭირო მოდის გამოყოფაც მოხერხდება.

 ამ აღმოჩენისთვის ბრძოლა დასრულებიდან შორსაა: SPT-ზე მომუშავე მეცნიერებმა ერთი ნაბიჯით წინ კი წაიწიეს, მაგრამ ფავორიტი, უფრო, ევროპული ტელესკოპი ”პლანკი” იქნება, რომლის მიერ მიღებული მონაცემები ახლაც ანალიზდება. ყველა შემთხვევაში, ხსენებული ”შეჯიბრის” შედეგების შესახებ, რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გავიგებთ(კიდევ ერთი მტკიცებულება დიდი აფეთქების თეორიის სასარგებლოდ;არაგაფართოებადი სამყაროს მოდელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.