ბნელი მატერია ვერ დაიმალება – ნადირობა დასასრულს უახლოვდება

 „ბნელი კუთხეები“, სადაც ბნელი მატერია შეიძლება იყოს, სულ უფრო ცოტა რჩება. ექსპერტთა აზრით, 3-4 წლის მერე, ბოლოს და ბოლოს, ამ გრძელ ისტორიას წერტილი დაესმება: ან მის ნაწილაკებს მოვძებნით, ან უგულებელვყოფთ, როგორც არამართებულ ვარაუდს(Space.Com).

 ჰოპოთეზა ბნელი მატერიის შესახებ დამზერილი ფაქტების ასახსნელად გაჩნდა: ყველა შეფასების მიხედვით, გალაქტიკაში შემავალი ვარსკვლავების შესანარჩუნებლად, გალაქტიკებს არა აქვთ საკმარისი რაოდენობის მატერია. ამ ამოცანას, სავარაუდოდ, სწორედ ბნელი მატერია ასრულებს, იდუმალი სუბსტანცია, რომელიც ჩვეულებრივ მატერიასთან და გამოსხივებასთან მხოლოდ გრავიტაციით ურთიერთქმედებს.

 ზოგიერთი მოდელის მიხედვით, ბნელი მატერია საკმაოდ ძიმე და ამის გამო ძნელად აღმოსაჩენი ნაწილაკებისგან უნდა შედეგბოდეს, თუმცა მათი დაფიქსირება დღესაც ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, დიდ ადრონულ კოლაიდერზე ახლახანს ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა სუპერსიმეტრიის თეორიაც ეჭვქვეშ დააყენეს(არასუპერსიმეტრია), რომელიც ამ ნაწილაკების აღწერის ყველაზე უფრო პოპულარულ საშუალებად ითვლებოდა. თითქოს, თვითონ ბნელი მატერიის კონცეფციაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.


ბნელი მატერიის კოლოსალური ფილამენტი, რომელიც გალაქტიკების უზამაზარი გროვას სტაბილიზირებას ახდენს.

 კარგია, რომ ბევრი სრულიად გააზრებული ალტერნატიული ახსნები არსებობს იმისა, თუ საიდან მოდიან და როგორები არიან ბნელი მატერიის ნაწილაკები. ეს ყველაფერი სხვა და სხვაგვარი ექსპერიმენტებით მოწმდება – თუმცა ჯერ კიდევ მრავალნაცადი შედეგების გარეშე. „ვფიქრობ, ჩვენ კვლევებს საკმარისი მიმართულებებით ვატარებთ, ხოლო თუ კიდევ რამე დარჩა, რაც არ მიგვიღია მხედველობაში, ამას ჩვენ უახლოეს ათწლეულში მოვახერხებთ“ – ამბობს ფერმის ამაჩქარებელზე მომუშავე დენ ბაუერი.

 მართლაც, ამ ექსპერიმენტების მთავარმა ნაწილმა მთელი სიმძლავრე მხოლოდ ახლა აიღო და მიაღწია მგრძნობელობას, რომელიც ბნელი მატერიის არსებობის დამადასტურებელ სიგნალებს ზუსტად დააფიქსირებს. ბაუერის აზრით, ამ სიგნალებმა გარკვეულ შდეგებამდე 3-4 წელიწადში უნდა მიგვიყვანონ. „თუ ჩვენ ვერაფერს აღმოვაჩენთ, ვფიქრობ, რომ ყველა იმედგაცრუებული დარჩება“ – დასძენს მეცნიერი.

 ძებნის მთავარ ობიექტებად ვიმპები(WIMP) რჩებიან – ჰიპოთეტური მასიური ნაწილაკები, რომელთა არსებობას იგივე სუპერსიმეტრია წინასწარმეტყველებს. ამ ნაწილაკების გამოსაჭერად, მთელი რიგი ექსპერიმენტები ტარდება – მაგალითად, მატერიის დიდ მასებს(ქსენონის ან გერმანიუმის) მიწის სიღრმეებში ათავსებენ, რათა ქანებმა სამიზნეს ეკრანირება გაუკეთოს და ჩვეულებრივი ნაწილაკები განაბნიოს. მატერიასთან, პრაქტიკულად არაურთიერდქმედი ვიმპები, სამიზნემდე აღწევენ და მეცნიერები ხსენებულ ნივთიერებებთან მათი იშვიათი შეჯახებებით გაჩენილი სიგნალების რეგისტრირებას იმედოვნებენ(XENON100).

 ძიება მარტო ვიმპებით არ შემოიფარგლება. ბნელი მატერიის ნაწილაკობის სხვა კადიდატები აქსიონები არიან, შედარებით მსუბუქი და შესაბამისად უფრო მრავალრიცხოვანი ნაწილაკები, ვიდრე ვიმპები არიან. მათი ძებნით ექსპერიმენტ ADMX-ის მეცნიერები არიან დაკავებული – აქაც ჯერჯერობით უშედეგოდ. არსებობენ კიდევ უფრო რთული თეორიებიც, რომლებიც ბნელი მატერიის გამოვლინებას ფარული  განზომილებებით ხსნიან. მათი არსებობის უარყოფა ან დამტკიცება გაცილებით რთულია, თუმცა სამუშაოები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს(ფარულ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი).

 ჯერჯერობით, საკითხი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ბნელი მატერია, ღიად რჩება. „პირადად მე ამაში დარწმუებული ვარ, საკმაოდ მომზიდველად გამოიყურება ვერსიაც, რომ ის თავისი ელემენტარული ნაწილაკებისაგან შედგება“ – ამბობს ამერიკელი ფიზიკოსი ლენს დიქსონი. თუ ნაწილაკები არსებობენ, მაშინ მათი აღმოჩენაც შესაძლებელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.