ტელესკოპმა გრავიტაციული ტალღები „დაინახა“

 ასტროფიზიკოსებმა სენსაციური აღმოჩენის შესახებ გააკეთეს ანონსი(Nature News), რომელიც, როგორც ახლა გაირკვა გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ეხებოდა. ტალღები რადიოტელესკოპით დაინახეს, ხოლო სიახლე ნამდვილად სენსაციური მაშინ იქნებოდა, ეს ტალღები გრავიტაციულ დეტექტორებს რომ დაერეგისტრირებინათ(შეკუმშული სინათლე გრავიტაციული ტალღების მოსაძებნად; LISA ფინანსურ კრიზისს შეეწირა; სამყარო ჰოლოგრამაა?!; NASA გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას ატომის დონეზე იწყებს).

 ობსერვატორიამ BICEP2, მდებარე სამხრეთ პოლუსზე, გრავიტაციული ტალღები დაარეგისტრირა, რომლებიც სამყაროს სწრაფი გაფართოების დროს გაჩნდნენ, მისი არსებობის პირველ მომენტებში.

 ასტროფიზიკოსებმა მიიღეს მტკიცებულება იმისა, რომ სამყარომ უკიდურესად წსრაფი აჩქარებული გაფართოება გადაიტანა(ინფლაცია), დიდი აფეთქებიდან წამზე მცირე დროში. სამხრეთ პოლუსზე მდებარე რადიოტელესკოპების გამოყენებით, მეცნიერებმა ინფლაციის მიერ 13,8 მილიარდი წლის წინათ გაჩენილი გრავიტაციული ტალღები დაარეგისტრირეს(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

 ტელესკოპმა ამ ტალღბის ისეთი „ანაბეჭდი“ გადაიღო, როგორიც ის დიდი აფეთქებიდან 380 000 წლის მერე იყო. იმ დროისათვის ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ, ხოლო მატერია სივრცეში პლაზმური „ბულიონის“ სახით იყო გაფანტული. გრავიტაციული ტალღების „ანაბეჭდი“ კოსმოსური მიკროტალღური გამოსხივების სურათზე აღიბეჭდა, ეს გამოსხივება რელიქტურის სახელითაც არის ცნობილი(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ).

grav talgeo agmoachines

 რელიქტური გამოსხივების პოლარიზაციაში ორი შემადგენელი შეიძლება გამოიყოს: გრადიენტური(E-მოდა), რომელიც რელიქტური გამოსხივებისა და პლაზმის ურთუერთქმედებით შეიძლება გაჩნდეს, ასევე როტორული(B-მოდა), განპირობებული გრავიტაციული ეფექტებით. E -მოდას გამოვლენა შედარებით იოლია, მაშინ როცა B-მოდას ამპლიტუდას მიზერული მაჩვენებელი აქვს. მისი პიორველად დაფიქსირება მხოლოდ გასულ წელს მოხერხდა(ინფლაციის კვალის ძიებაში: პოლარიზაციის ”მოდა”). მაშინ ჩაწერილი სუსტი სიგნალი, უფრო, გრავიტაციული ლინზირების გამო დაფიქსირდა, რადგან რელიქტური გამოსხივება ხომ გალაქტიკური გროვების მსგავს მასიურ ობიექტებშიც გადის. მენციერებმა ამჯერად, მოულოდნელად კარგად შესამჩნევი სიგნალი მიიღეს, რომელიც გრავიტაციული ტალღების მიერ უმნდა იყოს გაჩენილი.

 ის, რომ გრავიტაციული ტალღბი ინფლაციამ წარმოქმნა, მათი კვანტური ბუნების მტკიცებულება უნდ იყოს. უფრო მეტიც, მეცნიერების აღმოჩენა ამ ტალღების აშკარად არსებობის საუკეთესო მტკიცებულებაა, დღეისათის არსებულთა შორის(გრავიტაცია; მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?) !!! (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.