სითბო

 სითბო, ერთ დროს მისტიური რამ ეგონათ. თუ ხელით ხის ნაჭერს ავიღებთ მისგან ვერც სითბოს ვიგრძნობთ და ვერც სიცივეს. თუმცა საკმარისია ის ცეცხლში ჩავაგდოთ, რომ ცეცხლი წაეკიდება და დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს. საიდან მოდის ეს სითბო? ძველთაგანვე ადამიანები თვლიდნენ, რომ სითბო განსაკუთრებული სითხეა სახელად ფლოგისტონი(ან სითბობადი), რომელიც ხესა და სხვა წვადი სუბსტანციებიდან ცეცხლის წაკიდებით გამოდის. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, საკმაო რაოდენობის ექსპერიმენტული მონაცემები დაგროვდა, რომლებიც ამ წარმოდგენის მცდარობაზე მიუთითებდა.

 თანამედროვე წარმოდგენები სითბოზე ერთ-ერთმა პირველმა ბენჯამინ ტომფსონმა გამოთქვა(გრაფი რუმფორდი). ის მეცნიერებით იარაღთან მიმართებაში იყო დაინტერესებული, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა. ბავარიაში ცხოვრების დროს ის ზარბაზნების ქარქხნის ტექნიკური მმართველი იყო. ზარბაზნის ლულებს საჭირო კალიბრამდე დასაყვანად და გასაპრიალებლად შიგნიდან ჩარხავდნენ. ტომფსონმა შეამჩნია, რომ ჩარხვის დროს ლულები ცხელდებოდა, თან მით უფრო მეტად, რაც უფრო ბლაგვი იყო საჭრელები. მან ლულებიდან ამოჭრილი მეტალის ბურბუშელას სითბოტევადობა გამოთვალა და დაადგინა, რომ სითბო ლულის მეტალში გაჩრხვამდე ვერანაირად ვერ იქნებოდა დაგროვებული, შესაბამისად, სითბო ლულასთან მჭრელის ხახუნით ჩნდებოდა. ამბობენ, რომ ის ლულას წყალში ათავსებდა და რამდენიმე საათის განმავლობაში, წყლის ადუღებამდე ჩარხავდა.

 დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ სითბო ენერგიის ფორმაა, რომელიც ატომებისა და მოლეკულების მოძრაობასთან არის დაკავშირებული. თუ სხეულზე რაიმე სახის ენერგია გადადის, მისი შემადგენელი ატომები და მოლეკულები ცხელდება – იწყებენ რხევას ან უფრო სწრაფად მოძრაობას, გაცივებისას კი ეს მოძრაობა ნელდება. სითხეებისა და აირების გაცხელება ატომებისა და მოლეკულების შეჯახებათა რიცხვს ზრდის. მყარ ნივთიერებებში კი ატომები დიდი ამპლიტუდით ირხევა თავიანთ ადგილებზე კრისტალურ მესერში. ორივე შემთხვევაში, თუმცა, ჩვენ სითბოს ვგძნობთ როგორც ატომებისა და მოლეკულების კინეტიკურ(მოძრაობის) ენერგიას, მით მეტი ძალით ეჯახებიან ჩვენი სხეულის შეხების ადგილს, რაც უფრო ცხელია ეს სითხე, აირი თუ ლითონი. სხვა ენერგიების მსგავსად, სითბოც სხვა ფორმის ენერგიაში შეიძლება გადავიდეს, მაგალითად, შიდა წვის ძრავებსა(მექანიკურში) და ელექტროგენერატორებში(დენი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *