კვაზარი ULAS J1120+0641 აღმოჩენილ იქნა ბრიტანული პროექტის UK Infrared Telescope Deep Sky Survey-ის ჩარჩოებში, ხოლო შემდეგ კი შეისწავლეს რამდენიმე ტელესკოპით, რომლებიც სხვა და სხვა ქვეყნებში მდებარეობენ.
განსაცვიფრებელი კვაზარის წითელი წანაცვლება 7,085 უტოლდება. იქამდე მანძილი ასტრონომებმა შეაფასეს როგორც 12,9 მილიარდი სინათლის წელი. სამყაროს ასაკის გათვალისწინებით გამოდის, რომ ჩვენ ამ კვაზარს ვხედავთ ისეთს, როგორიც იყო დიდი აფეთქებიდან 770 მილიონი წლის მერე. ეს არ არის კოსმოსის ყველაზე შორეული ობიექტი. ადრე მეცნიერებმა აღმოაჩონეს კიდევ უფრო შორეული გალაქტიკები და უკიდურესად შორეული გამა ანთებები. ULAS J1120+0641 უშორესებზე ასჯერ კაშკაშაა.
კვაზარები იმ მატერიის ხარჯზე ანათებენ, რომელიც ზემასიურ შავ ხვრელზე დაცემამდე აჩქარებით მოძრაობს და ცხელდება. აღმოჩენილ კვაზარს კვებავს შავი ხვრელი, 2 მილიარდი მზის მასის ტოლფასი მასით. როგორ მოახერხა ხვრელმა ასეთი დიდი მასის დაგროვება სამყაროს განვითარების ასეთ ადრეულ ეტაპზე სრულიად გაურკვეველია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამყაროში არსებობდნენ შავი ხვრელები ათასი მზის მასით. სრულიად შესაძლებელია, რომ მაშინ, ამ ხვრელების შერწყმები იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენდა.
ULAS J1120+0641-ის შთამბეჭდავი ზომები მეცნიერების წინაშე ადრეული შავი ხვრელების გამოცანას აყენებს, სამაგიეროდ მათი სშუალებით შეიძლება აიხსნას მოვლენები, რომლებიც ე.წ. რეიონიზაციის ეპოქაში ხდებოდა(დიდი აფეთქებიდან 150-800 მილიონი წლის მერე), როცა კოსმოსის შემავსებელი ნეიტრალური წყალბადი, ადრეული გალაქტიკების გამოსხივების ხარჯზე ისევ ელექტრონებად და პროტონებად გაიყო.