უნიკალური გამა-ანთება დრაკონის თანავარსკვლავედის მიმართულებით

 (1 სურათი).RGB 110328A . კომბინირებული სურათი, მიღებული ულტრაიისფერ/ოპტიკურში(თეთრი,ნარინჯისფერი) და რენტგენში(ყვითელი,წითელი) კოსმოსური ობსერვატორია ”სვიფტის” მიერ. გამა-ანთება რეგისტრირებულ იქნა 2011 წლის 28 მარტს(3 საათიანი ექსპოზიციის მერე). გამოსახულება nasas პრესრელიზიდან: NASA/Swift/Stefan Immler.


1 სურათი.

 RGB 110328A სხვა გამა-ანთებებისგან ერთბაშად რამდენიმე პარამეტრით გამოირჩევა. 1). ის ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. როგორც წესი, ე.წ. გამა-ანთებების ხანგრძლივობა ათეულობით წამით, ზოგჯერ – წუთებით და იშვითად – საათობით გრძელდება(არსებობს მოკლე გამა-ანთებებიც, სააშუალოდ 300 მილიწამის ხანგრძლივობით, თუმცა ეს ანთებების სულ სხვა კლასია). ახალი ანთება უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და ჯერ კიდევ ინტენსიურად მიმდინარეობს(უფრო მეტიც, სანამ მას ”სვიფტი” დააფიქსირებდა შესაძლებელია რამდენიმე დღე გავიდა). გამოსხივებული ფოტონების ენერგია მესამე დღეს შესამჩნევად შემცირდა, ხოლო მეშვიდე და მერვე დღეს ისევ გაიზარდა, თუმცა არა თავდეპირველ დონემდე(ცვლილებები კარგად ჩანს მეორე სურათზე). 2). ეს ანთება უკიდურესად კაშკაშაა და ცვლადი – როგორც იმავე გრაფიკზე ჩანს, მისი ინტენსიურობა სწრაფად იწევს მაღლა და ასევე სწრაფად ეცემა რამდენიმეჯერ დღეში. აქამდე ასეთი გამა-ანთება არასოდეს დაფიქსირებულა.


(2 სურათი)RGB 110328A-ს ინტენსიურობის ცვლილება მისი აღმოჩენის მერე (NASA/Swift/Penn State/J. Kennea).

 ასტროფიზიკოსები სხვადასხვანაირად ხსნიან განსხვავებული ხანგრძლივობის გამა-ანთებების მექანიზმს. ყველაზე პოპულარული, მოკლე ანთებების მოდელი ამტკიცებს, რომ ის ჩნდება ორი დამაგნიტებული ნეიტრონული ვარსკვლავის(მაგნეტარი) შერწყმის მერე, რომლებიც საერთო ღერძის გარშემო ტრიალებენ და კინეტიკურ ენერგიას გრავიტაციული ტალღების გამოსხივებით კარგავენ. ამის გამო ნელ-ნელა ერთმანეთს უახლოვდებიან და სწრაფად მბრუნავ შავ ხვრელად გარდაიქმნებიან. ასეთი შავი ხვრელი გავარვარებული პლაზმათია გარსშემორტყმული(10 მილიარდ გრადუსამდე). პლაზმას შემადგენელი ნაწილაკები ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის გარშემო სინათლის სხივის მახლობელი სიჩქარით მოძრაობენ და ზემძლავრი მაგნიტური ველის გენერაციას ახდენენ, რომელიც ხვრელის ბრუნვის ღერძის გასწვრივაა ორიენტირებული. ეს ველები ხვრელის მახლობელი გარემოდან მძლავრ ნაწილაკურ ნაკადებს(ჯეტი, რელატივისტური ჭავლი) აფრქვევენ, ეს ნაკადები კი მოკლე გამა-ანთებებს იწვევენ.


ჯეტის წარმოქმნა.

 გრძელი გამა-ანთებებიც მაღალენერგიული კვანტების რელატივისტურ(სინათლის სიჩქარით მოძრავი)  ჯეტებში გენერაციით აიხსნება. თვითონ ჯეტები კი მასიური ვარსკვლავების გრავიტაციული კოლაფსის(ზეხლად ანთება) ბოლო მომენტში ჩნდებიან. ეს მოდელი საკმაოდ კარგად ხსნის გრძელი ანთებების აბსოლუტური უმრავლესობის გაჩენის მექანიზმს, თუმცა მისი შეთნხმება  RGB 110328A -დან მიღებულ მონაცემებთნ ძალიან ძნელია.


(3 სურათი)პატარა გალაქტიკა(აღნიშნულია ისრით) 3,8 მილიარდი სინათლის წელის იქეთ – RGB 110328A ანთების სავარაუდო წყარო. გადაღებულია ხილულ სპექტრში 2011 წლის 4 აპრილს, ”ჰაბლის” ფართო კუთხიანი კამერით(NASA/ESA/A. Fruchter (STScI).

 მიუხედავად ამისა ახალმა ანთებამ მაინც მიიღო ინტერპრეტირება – ჯერჯერობით, მხოლოდ სავარაუდო. როგორც ოპტიკური ტელესკოპებით დაკვირვებამ აჩვენა, ანთების წყაროს მიმართულებით იმყოფება პატარა გალაქტიკა, 3,8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე(3 სურათი). რენგენულმა ობსერვატორია ”ჩანდრამ” არა მარტო დაამტკიცა ეს, არამედ აღმოაჩინა, რომ უცნაური გამა-ანთების წყარო ამ გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს(4 სურათი). დაკვირვებების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი ჰიპოთეზა, რომელიც ანთების წარმომავლობას ხსნის.


”ჩანდრას” ფოტო. იდუმალი გამა-ანთება გალაქტიკის ცენტრში(აღნიშნულია წითელი ჯვრით).(NASA/CXC/ Warwick/A. Levan).

 ხსენებული გალაქტიკის ცენტრში აუცილებლად იქნება ზემასიური შავი ხვრელი(ეს დაშვება საფუძვლიანია, რადგან ცენტრალური შავი ხვრელი გალაქტიკების აბსოლუტურ უმრავლესობას გააჩნია, მათ შორის ჩვენსაც). გალაქტიკა პატარაა, მისი ხვრელის მასაც რა თქმა უნდა მცირეა ჩვენი გალაქიკის ხვრელზე.

 ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ RGB 110328A ანთება გამოიწვია ხსენებულ ცენტრალურ შავ ხვრელთან ერთ-ერთი ვარსკვლავის მიახლოებამ. ეს ვარსკვლავი სავარაუდოთ შავი ხვრელის კოლოსალურმა გრავიტაციულმა ძალამ პლაზმურ გროვებად დახლიჩა. ამ გროვებმა ხვრელის გარშემო სწრაფად მოძრავი დისკო წარმოქმნეს, დისკომ კი რელატივისტური ნაწილაკების ჯეტი(ჭავლი). ერთი ასეთი ჯეტი მზისკენ გამოსხივდა, გამოაგზავნა რა ჩვენი მიმართულებით, მრავლობითი, მაღალი ენერგიების ელექტრომაგნიტური კვანტებისგან შემდგარი, იმპულსები. ანთების ხილული ელვარება ასეთი მაღალი იმიტომ აღმოჩნდა, რომ მისი წარმომქმნელი ენერგიული ნაწილაკები ჩვენი მიმართულებით ლამის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობენ – ეს სუფთა რელატივისტური ეფქტია, გამომდინარე ფარდობითობის თეორიიდან.

 მოდელი ჯერ-ჯერობით ყველაზე უფრო ახლოსაა სიმართლესთან, რადგან კარგად ხსნის ანთების ხანგრძლივობას და სიკაშკაშის მრავალჯერად ცვლილებებს. თუმცა დაკვირვებები გრძელდება და შეიძლება ველოდოთ სხვა სიურპრიზებსაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.