ხის რგოლებივით…

 ბიოლოგებს ხის ასაკის დადგენა მის განივკვეთზე გამოსახული კონცენტრული რგოლების საშუალებით შეუძლიათ – ერთი რგოლი სიცოცხლის ერთ წელიწადს შეესაბამება.  ატრონომები გალაქტიკების ასაკსაც ასევე ითვლიან, დისკოში არსებული რგოლების რაოდენობის მიხედვით. WISE-ს ფართოკუთხიანი ინფრაწითლი დიაპაზონის კამერითა და გალაქტიკების ევოლუციის შემსწავლელი(GALEX) ტელესკოპით მიღებული მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მიიღეს იმისა, რომ გალაქტიკების ”შიგნიდან” ზრდის თეორია მართებულია, იმის წარმოდგენით, რომ ცენტრალურ რეგიონებში ვარსკვლავური ფორმაციების ინტენსიურობის მატებას, 1-2 მილიარდი წლის მერე, ვარსკვალევბის ანთებათა პროცესები მოსდევს, გალქტიკის გარე რეგიონებში.
 ეს აღმოჩენა დაბერებადი გალქტიკების საიდუმლოს ამოხსნადაც შეიძლება იქცეს. ამ კლევაში მათ ”მკვდარ წითლებს” უწოდებენ, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების არ არსებობის გამო. საკვირველია, რომ მათი გარე რეგიონებიდან ულტრაიისფერი გამოსიხვების დიდი რაოდენობა გამოიყოფა, რომელიც ჩვეულებრივ, ახალგაზრდა  და ცხელი ვარსკვლავების მიერ გენერირდება. თუმცა, ეს გალაქტიკები ყოველთვის მეტისმეტად ხნიერებად ითვლებოდნენ, იმისათვის, რომ მათში ახალ ვარსკვლავთა თაობები იბადებოდნენ.
შესაძლებელია, გამოცანის გასაღები, ხნიერ და ცხელ ვარსკვლავებში იმალებოდეს. კვლევის ავტორებმა გამოსხივებათა სხვადასხვა სიგრძეები გამოიყენეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ულტრაიისფერი გამოსიხვების წყაროები ევოლუციის ბოლო სტადიაზე მყოფი ვარსკვლავები არიან, გარე შრეების მოშორების პროცესში.
”GALEX-ისა და WISE-ს ერთობლიობამ ხნიერი, ცხელი ვარსკვლავების ზუსტი ადგილმებარეობის დადგენის საშუალება მოგვცა, ამ ”მკვდარ წითელ” გალაქტიკებში. ამით ჩვენ, გალქტიკების შიგნით, ვარსკვლავური ფორმაციების ზუსტი რუკის გაკეთება მოვახერხეთ” – ამბობს დონ ნელი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი(შორეული სამყაროს წითელი გალაქტიკები; ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა; გალაქტიკათა ნელი ზრდა; გალაქტიკის ორმაგი სახე; ჯუჯა გალაქტიკები ერთმანეთს მართლაც უერთდებიან; წითელი გალაქტიკები; მეცნიერებმა გალაქტიკების დეგენერაცია აღმოაჩინეს; ახალგაზრდა გალაქტიკებს ზრდა ცივი გაზების ხარჯზე შეუძლიათ; ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.