წითელი გალაქტიკები

მკვლევართა ჯგუფმა ტოკიოს უნივერსიტეტიდან და იაპონელი ასტრონომების ნაციონალური საზოგადოებიდან(NAOJ), გალაქტიკურ კლასტერებში წითელი გალაქტიკების ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს, ეს გროვები დედამიწას 4 მილიარდი სინათლის წლით არიან დაშორებულნი. აღმოჩენის გაკეთებაში მათ ტელესკოპ სუბარუთი ჩატარებული ცის პანორამული კვლევა დაეხმარათ.
8,2 მეტრიანი ოპტიკური დიაპაზონის ტელესკოპი სუბარუ(Subaru Telescope) ჰავაიზე მდებარეობს და იაპონიის ნაციონალურ ობსერვატორიას ეკუთვნის. ფუნქციონირებს 1999 წლიდან. მას 7 წლის განმავლობაში აშენებდნენ.

ოპტიკური ტელსკოპი სუბარუ.
ამ ტელესკოპის დახმარებით ასტრონომებმა შეძლეს გაერკვიათ, რომ წითელი გალაქტიკები ევოლუციის გარდამავალ ეტაპზე მყოფი გალაქტიკები არიან(ახალგაზრდასა და ხნიერს შორის).

კლასტერებში ასეთი გალაქტიკების დიდი რაოდენობაა.
წითლით აღნიშნულია წითელი გალაქტიკები. როგორც ჩანს, ისინი კლასტერ CL0939-ის ცენტრიდან მოშორებით, პატარა ჯგუფებად არიან კონცენტრირებულნი. ცისფერით ნაჩვენებია ასეთივე ფერის გალაქტიკები, რომლებიც თავმოყრილნი არიან როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე მისგან შორსაც.

სუბარუთი გადაღებული კლასტერი(გალაქტიკური გროვების გროვა) CL0939+4713 წითელი გალაქტიკებით.
ასტრონომები ამბობენ, რომ ძირითადათ, ვარსკვლავთწარმომქმნელი გალაქტიკები ცისფერია, მაგრამ ვარსკვლავების ფორმირების დამთავრების მერე მათი ფერი წითლით იცვლება, რადგან ცისფერი ვარსკვლავები ევოლუციურ ციკლს სწრაფად გადიან.
წითელი გალაქტიკები – ეს ის გალაქტიკებია, რომლებშიც ვარსკვლავების ფორმირება პრაქტიკულად დამთავრებულია, ხოლო კაშკაშა ცისფერ გალაქტიკებში კი ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.