საინტერესო ფაქტები ვენერაზე

 მზიდან მეორე პლანეტა და მთვარის შემდეგ ყველაზე კაშკაშა ობიექტი ღამის ცაზე, მართებულად ატარებს სიყვარულისა და სილამაზის რომაული ქალღმერთის სახელს – ვენერა. მასზე მხოლოდ ცხელი ვულკანები სახლობენ, ცა კი გოგირდმჟავას ღრუბლებით არის დაფარული. ალბათ, ვენერაზე არსებული ფაქტები თუ ინფორმაციები ყველასათვის ცნობილია, თუმცა არა ყველა. ვენერას ძველ ქართულად ეწოდებოდა: ასპიროზი, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი.

 ყველაზე ცხელი – მზის სისტემაში ის ყველაზე ცხელი ობიექტია, ზედაპირის ტემპერატურა 4700 C აღწევს, მასზე კრატერები ძალიან ცოტაა, რადგან კოსმოსური სხეულები ვენერას სქელ ატმოსფეროში შეჭრისთანავე იწვება.

 ტროპიკული სამოთხე – სავარაუდოდ, ვენერაზე არსებობდა ოკეანეები, თუმცა პლანეტაზე ტემპერატურის საოცარმა ზრდამ ისინი ააორთლქა, თორემ ხომ გვექნებოდა ბრაზილუირი ცხელი ქვიშის სანაპიროები და ბრაზილუირი ცხელი კარნავალები :). სიყვარულის პლანეტა ცხელი ვულკანური კარნავალებით ყველაზე სახელგანთქმულია მთელს მზის სისტემაში(ვულკანები ვენერაზე).

 პირველი აღმოჩენები – ვენერა პირველად ბერძენმა მათემატიკოსმა პითაგორამ აღმოაჩინა, მას შემდეგ რაც დაასკვნა, რომ დილით და საღამოს არსებული კაშკაშა წრტილი ერთი და იგივე ობიქტი იყო და არა ორი სხვადასხვა ვარსკვლავი, როგორც ეს ადრე ეგონათ. ასევე, ძველმა ბაბილონელებმა დააფიქსირეს ეს კაშკაშა ნათება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე 1600 წელს და მას შემდეგ ვენერა გახდა ყველაზე უკეთ შესწავლილი და ყველაზე ხშირი დაკვირვების ობიექტი.

 გამონაკლისი – ვენერა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელიც საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს, სხვა დარაჩენი პლანეტები კი საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავს, თან ძალიან ნელა.

 ვულკანები- არსად სხვა პლანეტაზე არ არის იმდენი ვულკანი,რამდენიც ვენერაზეა. ოფიციალური ცნობებით ვენერაზე 1600-ზე მეტი ვულკანია, თუმცა იქ შესაძლებელია კიდევ ბევრი პატარა არააქტიური ვულკანებიც იყოს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ.

 გასეირნება ვენერაზე – თუ ოდესმე ვენერაზე დაადგავთ ფეხს, ეს არც ისეთი სასიამოვნო იქნება. ვენერაზე დგომა ეს იგივეა, რაც დედამიწაზე ზღვის ქვეშ 1 კილომეტრზე ყოფნა. თუმცა დაუნდობელი ვენერა თავის ზედაპირზე ფეხს არავის დაადგმევინებს და მას ატმოსფეროშივე გაანადგურებს.

  წონა – თუ თქვენ დედამიწაზე 60კგ. იწონით, ვენერაზე თქვენ იქნებით დაახლოებით 54 კგ.

 სტუმრები – ვენერაზე ცნობების მოპოვებას ბევრი ხელოვნური თანამგზავრი შეეცადა(განსაკუთრებით სსრკ-ს არსებობის პერიოდში – ვენერას მზვერავები), თუმცა ყველაზე უფრო გამძლე გამოდგა ESA-ს მიერ 2006 წლის 11 აპრილს გაშვებული ”ვენერა ექსპრესი”(არამიწიერი ცისარტყელას პირველი ფოტო), რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის პლანეტის ატმოსფეროზე და მის ღრუბლებზე(ვენერას საიდუმლო; ვენერაზე ქარები გაძლიერდა; მუდმივად ცვლადი შტორმი ვენერაზე; ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი(ვიდეო ნასასგან); პოლარული ნათება ვენერაზე?!; 70-80-იან წლებში რუსულმა ზონდებმა ვენერაზე მიკრობები გადაიღეს?!).

ავტორი: თეო გრძელიშვილი.

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.