საინტერესო მითები მთვარეზე

 ძველი დროიდან მოყოლებული ადამიანები წლების განმავლობაში უამრავ მითს იგონებდნენ მთვარეზე. მაგრამ 1969 წელს განხორციელებულმა ცნობილმა ისტორიულმა მისიამ მთვარეზე – ”აპოლონ 11”, შეთხზული იგავები  რეალური ფაქტებით გააქარწყლა.

 1. მთვარე მწვანე ყველისგან გაჩნდა

 ეს მითი ძალიან პოპულარული იყო და იმისათვის, რომ ის გაებათილებინათ, ასტრონავტებმა მთვარედან 382 კგ. მთვარის კლდის ნატეხი ჩამოიტანეს და დაამტკიცეს, რომ მთვარე სულაც არ წარმოედგენდა რძის პროდუქტს და ის საჭმელადაც უვარგისი იყო 🙂 .

 2. მთვარის ბაჭიები

 დიდი ხნის განმავლობაში, ბევრი ქვეყნის კულტურა სწავლობდა მთვარის ნათელ და ბნელ მხარეებს. მათი ვარაუდით დადგინდა, რომ მთვარის ბნელი მხარე გიგანტურ კურდღელს ჰგავს. აზიისა და სამხრეთ ამერიკის ფოლკლორი მდიდარია მთვარეზე არსებული კურდღლის მითებით. სხვა ქვეყნის მითებიც ადასტურებდნენ მთვარეზე კურდღლების არსებობას. უძველესი ლეგენდა, რომლის მიხედვით მთვარეზე მთელი 4000 წელი ცხოვრობდა ლამაზი ჩინელი გოგონა სახელად ჩანგო, იგი დედამიწიდან განდევნეს იმის გამო, რომ მან ქმარს მოპარა უკვდავების აბი. მას მთვარეზე ჰყავდა კომპანიონი კურდღელი(ამ მითის ძალიან ბევრი ვერსია არსებობს). როდესაც „აპოლონ 11“ მთვარეზე მისიით იმყოფებოდა მათ ჰიუსტონმა ხუმრობით სთხოვა მოეძებნა ჩინელი გოგონა და მისი კომპანიონი, მაგრამ ასტრონავტებმა სამწუხაროდ ვერც გოგონა იპოვეს და ვერც კურდღელი :)(ასტრომოყვარულებმა ჩინელების შეცდომა აღმოაჩინეს).

 3. მთვარე, როგორც ცარიელი კოსმოსური ხომალდი

 სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მწერალმა H.G ველსმა 1901 წელს დაწერა  „პირველი ადამიანები მთვარეზე“. ნაწარმოები წარმოგვიდგენს მთვარეს, როგორც სახლს უცხო სახეობებისა. საბჭოთა კავშირის მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მთვარე იყო უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი. ეს არც თუ ისე დამაჯერებელი ვარაუდები „აპოლონ 11“-ის ასტრონავტებმა გააბათილეს, მათ მთვარეზე სეისმური ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მთვარეზე ნამდვილად ხდებოდა მთვარისძვრები, რაც მთვარის ხომალდობას გამორიცხავს(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

4. მთვარეს მოაქვს სიყვარული

 ჩინური ფოლკლორის მიხედვით, იე-ლაუ არის მოხუცი, რომელიც ცხოვრობს მთვარეზე და განწირულ წყვილებს აერთიანებს. ზოგიერთ ქალბატონს სჯეროდა, რომ თუ ახალი მთვარის ქვეშ წარმოთქვამდა ლექსს, მას  ძალიან მალე ეწვეოდათ ჭეშმარიტი სიყვარული. ლექსის შინაარსი კი ასეთია:

 „ახალო მთვარევ!.. ახალო მთვარევ!..
მივესალმები შენს ძლიერებას,
გთხოვ ამიხდინო სურვილი ჩემი,
გამომიგზავნო ნამდვილი გრძნობა“.

 მთვარე ასევე ნაყოფიერების მომტანადაც ითვლებოდა.

 5. მთვარე უცხოპლანეტელებმა დაიპყრეს

 1820 წელს ბავარიელი ასტრონომი ფრანც გრუთიზენი ამტკიცებდა, რომ მან თავისი ტელესკოპის საშუალებით მთვარეზე დაინახა ქალაქები, მოგვიანებით ის წერდა, რომ მთვარიანელები ქალაქებს, გზებსა და ციხე-სიმაგრეებს აშენებენ. ის ხშირად ხდებოდა მისი კოლეგების  დაცინვის საგანი. სერ ვილიამ ჰერშელს, ბრიტანელ ატრონომსა და კომპოზიტორს ასევე სჯეროდა, რომ მთვარეზე ნამდვილად სახლობდნენ უცხო მოდგმის არსებები.

 ამ მოსაზრებებმა მოგვიანებით დიდი გავლენა იქონია საბჭოთა მეცნიერებზე, რომლებიც ასევე ვარაუდობდნენ მთვარეზე უცხოპლანეტელების არსებობას და ცდილობდნენ ფაქტებითაც დაემტკიცებინათ, თუმცა „აპოლონ 11“ ასტრონავტებს იქ არც ქალაქები და არც ციხესიმაგრეები დახვდათ, უფრო მეტიც „მთვარიანელებმა“ მისალმებაც კი არ იკადრეს :)(მარცხენა ფეხით მთვარეზე; 10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე; აპოლონ 16: მოგზაურობა მთვარეზე; ამერიკელ გმირთა გმირი; აპოლონ-17 შორტის კრატერთან; მართალია თუ არა, რომ აპოლონ11-მდე ყოფილ საბჭოთა კავშირში მზა კოსმოსური ხომალდი ჰქონდათ მთვარეზე გასაფრენად?(ჩანდრა); რა მოხდა „აპოლონ-13“-ის ბორტზე?(ჩანდრა); უცნაური კრატერი მთვარეზე – კოსმოსური ხომალდის კვალი?!; დაკარგული კრატერი; ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ)…

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.