შავი ხვრელი – თეთრი ხვრელი

 2013 წელს, უკვდავი შავი ხვრელების შესახებ წარმოდგენილი თეორიის საპასუხოდ, ასტროფიზიკოსებმა სხვა ვერსია წარმოადგინეს. ახალი კვლევის ავტორების აზრით, შავი ხვრელები ფეთქდებიან და იქცევიან თეთრ ხვრელებად, რომლებიც მათში დაგროვილ მთელ ინფორმაციასა და ენერგიას უკან აფრქვევენ.

 ეს ჰიპოთეზა ჯერ კიდევ დაუმტკიცებელსა და საკამათო, კვანტური გრავიტაციის თეორიას ეფუძნება. თუმცა ასტროფიზიკოს-თეორეტიკოსები ვარაუდობენ, რომ თეთრი ხვრელების მოდელს ყველასათვის საინტერესო შეკითხვაზე შუძლია გვიპასუხოს, შლის თუ არა და უკან დაუბრუნებლად შთანთქავს შავი ხვრელი მასში მოხვედრილ ინფორმაციას.

 ახალი მოდელის მიხედვით, ”თეთრი ხვრელი” ფეთქდება და ერთ დროს შავ ხვრელში მოხვედრილ მატერიას უკან აფრქვევს. მკვლევართა ვარაუდით, შავიდან თეთრ ხვრელზე გადასვლა შავი ხვრელის ფორმირებისთანავე იწყება, თუმცა გრავიტაციის მიერ დროის სვლის შენელების გამო, გარე დამკვირვებლები ხედავენ, რომ ხვრელი მილიარდობით და ტრილიონობით წელი ცოცხლობს, მაშინ, როცა ხვრელმა ევოლუცია უკვე დაასრულა(შავი ხვრელების საიდუმლო; შავი ხვრელი: მეხსიერების მოწყობილობა).

 თუ ეს ჰიპოთეზა მართებულია, პატარა შავი ხვრელები, რომლებიც სამყაროს არსებობის ადრეულ ეტაპებზე გაჩნდნენ, ახლა ფეთქდებიან, როგორც გიგანტური ბომბები. სწორედ ისინი შეიძლება იყვნენ იდუმალი მაღალენერგიული სხივების წყარო. ამასთან ერთად, რაც ასტრონომებს ზეახლის აფეთქებები ჰგონიათ, სინამვილეში შავი ხვრელების ”უკანასკნელი ამოსუნთქვები” შეიძლება აღმოჩნდეს, ხვრელებისა, რომლებიც დიდი აფეთქების მერევე გაჩნდნენ(უახლოესი შავი ხვრელი და შეჯახება პირველად ხვრელთან).

 შეგახსენებთ, რომ ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია ამბობს: როცა მომაკვდავი ვარსკვლავი კოლაფსირებს, დადის წერტილის ზომამდე, ხოლო კოლაფსის შეჩერება არცერთ ბუნებაში არსებულ ძალას აღარ შეუძლია. სწორედ ამ მომენტში იქცევა ვარსკვლავი შავ ხვრელად, რომელიც ახლოს მდებარე მატერიასა და გამოსხივებას თავისკენ ითრევს.

 ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, კოლაფსს, დრო-სივრცის გამამრუდებელ სინგულარობამდე მივყავართ. ასეთ წერტილში მატერია უსასრულოდ მკვრივი იქნება, ხოლო სივრცე უსასრულოდ გამრუდებული. იდეაში, ასეთ ადგილში ფიზიკის კანონები საერთოდაც აღარ უნდა მოქმედებდნენ.

 ბევრი მენციერი დარწმუნებულია, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ პროცესში კვანტურ-გრავიტაციული ეფექტები უნდა ჩაერთონ, რომლებიც რაიმე უსასრულოს არსებობას გამორიცხავენ. ყველაზე უფრო მოწინავე მიდგომა კვანტური და გრავიტაციული თეორიების შერწყმისა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა კარლო როველიმ(ექს-მარსელის უნივერსიტეტი, საფრანგეთი) წარმოადგინა.

 მისი აზრით, არა მარტო გრავიტაცია იკვანტება, არამედ თვითონ დრო-სივრცეც: ის უმცირესი ხვეულებისგან შედგება, რომლებიც რაიმე უფრო მცირეზე ზომაზე არ გაიყოფა. ხვეულები ისეთი მცირე ზომისაა, რომ ნებისმიერი დამკვირვებლისთვის დრო-სივრცეს მაინც გლუვი და უწყვეტი სახე ექნება. სამყაროს ხვეულებიანი სტრუქტურა შავი ხვრელის შეუქცევად კოლაფსს ეწინააღმდეგება.

 ახალი მოდელის მიხედვით, კოლაფსირებადმა ვარსკვლავმა უნდა მიაღწიოს სტადიას, რომლის მერეც შეკუმშვას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ხვეულები მეტზე აღარ იკუმშებიან. ამის მაგივრად ისინი წნევით მოქმდებას დაიწყებენ. მოხდება კვანტური ნახტომი, შავი ხვრელი თეთრ ხვრელად გადაიქცევა.

 ”ჭეშმარიტ მოვლენათა ჰორიზონტს იქეთ დამალვის მაგივრად, შავი ხვრელი მოვლენებს თავის შიგნით ე.წ. ხილულ ჰორიზონტში მალავს” – ამბობს როველი. ამაში ის, სტივენ ჰოკინგის მიერ წარმოდგენილ თეორიას ეთანხმება მოვლენათა ჰორიზონტის არ არსებობსთან დაკავშირებით, რადგან მისი არსებობა კვანტური მექანიკის კანონებს ეწინააღმდეგება(ჰოკინგი ხვრელების ბუნებამ დააეჭვა).

 ”ხვეულებიანი კვანტური გრავიტაციის” მომხრეებმა ასეთი გამოთვლები სამყაროსათვისაც ჩაატარეს. გამოვიდა, რომ დიდი აფეთქება სინამდვილეში დიდი კვანტური ნახტომი იყო(რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?).

 ”ვფიქრობ, რომ სამყაროს ისტორიის ასეთი მოდელი სიმართლესთან ახლოსაა. კოლეგებთან ერთად აღმოვაჩინე, რომ ტრანსფორმაციის პროცესი დრო-სივრცის შეზღუდულ მოცულობაში ხდება, ხოლო რაც მის გარეთაა, აინშტაინის კლასიკურ კანონებს ემორჩილება” – ამბობს როველი.

 ღიად რჩება საკითხი იმის შესხებ, რა დრო უნდა გავიდეს, სანამ შავი ხვრელი თეთრად გადაიქცევა. როველის ვარაუდით, ეს პროცესი წამის მეათასედებში ხდება, თუმცა, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, გარე დამკვირვებელს ყველაფერი გაცილებით შენელებული მოეჩვენება.

 როველისა და მისი კოლეგების გამოთვლებით, მზის მასის შავი ხვრელისთვის ეს რიცხვი ათას ტრილიონ სამყაროს ასაკს უტოლდება. სწორედ ამიტომ არ დაიმზირებიან ასეთი ობიექტები.

 შავი ხვრელების, შემდეგ ევოლუციურ სტადიაზე ტრანსფორმაციის დრო არა მარტო მასზეა დამოკიდებული, არამედ ბრუნვის სიჩქარეზეც. მეცნიერები ადრეც ამბობდნენ, რომ გალაქტიკათა ცენტრებში მდებარე ზემასიური შავი ხვრელები უფრო სწრაფად ბრუნავენ და უფრო დიდები ხდებიან, რადგან გაზებით, მტვრით, ვარსკვლავებითა და მატერიით მუდმივად ”იკვებებიან”.

 ასეთი ობიექტების ბრუნვის სიჩქარე, დაახლოებით მაინც, 2013 წლამდე უცნობი რჩებოდა. 2014 წლის თებერვალში ასტროფიზიკის ჰარვარდ-სმიტსონისეული ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე სინათლის სხივის სიჩქარის 80%-ს უტოლდება(ანუ მილიარდ კილომეტრზე მეტი საათში). ჩვენი გალაქტიკის ზემაისური შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე უცნობი რჩება, რადგან შემთხვევითი ანთებების გარდა ეს ობიექტი არანაირ შესამჩნევ გამოსხივებას არ უშვებს.

 შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარის გაზომვითა და შედარებით მის მასასთან, გარკვეული შეუსაბამობები შეიძლება გამოვლინდეს. ეს შეუსაბამობები თეთრი ხვრელების შესაძლო არსებობაზე შეიძლება მიუთითებეს, რომლებიც მატერიისა და ენერგიის მკვეთრ გამოფრქვევებს ახდენენ. თუმცა მათი არსებობა ჯერ ისევ საეჭვოა(თეთრი ხვრელი აღმოაჩინეს?).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.