როდის შეიქმნება ”ყველაფრის თეორია”?

 ფიზიკოს-თეორეტიკოსი ჯოზეფ პოლჩინსკი, კვანტური გრავიტაციის თეორიაზე მუშაობის დასრულების თარიღის პროგნოზირებას ცდილობს. მისი აზრით, ეს 2131 წელს მოხდება, სიმების თეორიის საფუძველზე, რომელსაც ფიზიკოსთა და მათემატიკოსთა უმრავლესობა ”ყველაფრის თეორიობის” ერთად-ერთ კანდიდატად განიხილავს (arXiv.org.).

polchinski პოლჩინსკიმ, კვანტური გრავიტაციის ფორმულირების ბოლო ვადა იმის მიხედვით განსაზღვრა, თუ რა ტემპით ვითარდებოდა ფიზიკა XX-ში და XXI საუკუნის დასაწყისში. გააანალიზა ფიზიკის ევოლუცია უკანასკნელი 116 წლის განმავლობაში, კაცობრიობის მიერ ამა თუ იმ მასშტაბის ენერგიების მიღწევათა შეთავსებით ამ წლებთან (სიცოცხლე, დედამიწაზე ადრე გაჩნდა).

 მან, 1899 წლიდან დაიწყო, როცა გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა შემოიღო სიგრძის ერთეული, შედგენილი ფუნდამენტური ფიზიკური სიდიდეებისგან, რომელიც 10-33 სანტიმეტრს უტოლდება. დღევანდელი დღისთვის, ეს სიდიდე, რომელზეც სიმების თეორია მოქმედებს, თანამედროვე ექსპერიმენტებისთვის მიუღწევადია, მხოლოდ 10-17 სანტიმეტრი, რაც დიდი ადრონული კოლიდერის შესაძლებლობებს შეესაბამება, რომელმაც ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის საშუალება მოგვცა. ლოგარითმულ სკალაზე ეს მასშტაბი შუა ნაწილშია. შესაბამისად, ”ყველაფრის თეორიის” შექმნამდე იმდენივე დრო დარჩა, რამდენიც პლანკის სიგრძის შემოღების მომენტიდან გავიდა.

LOGAT SKALA PLANKI

 წარმატების შემთხვევაში, ყველაფრის თეორია, ცნობილი ოთხი ურთიერთქმედების: ელექტრომაგნიტური, სუსტი, ძლიერი და გრავიტაციული, ერთი ფორმულით აღწერის შესაძლებლობას მოგვცემს (მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ). პირველი სამი, ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელით (სმ) აღიწერება, ბოლო – ფარდობითობის ზოგადი თეორიით (ფზთ). სმ-სა და ფზთ-ს გაერთიანება კი ვერაფარით ვერ მოხერხდა, სწორედ ეს არის სიმების თეროიის მთავარი ამოცანა.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ჯოზეფ პოლჩინსკი, Fundamental Physics Prize-ს პრემიის ლაურეატია, რომელიც რუსმა ბიზნესმენმა, იური მილნერმა დააფუძნა. ეს პრემია 2013 წელს მიიღო, D-ბრანების კვლევაში, რითაც სუპერსიმებისა და კვანტური გრავიტაციისადმი ახლებური მიდგომის საშუალება მოგვცა, ასევე, AdS/CFT შესაბამისობის აღმოჩენამდე მიგვიყვანა.

One comment

  1. რატომ 2130 არა? 2131 წელი როგორ გამოთვალა? ის ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანია?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.