პირველად იქნა შესწავლილი გრავიტაციული ლინზა

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ნასას ორბიტალური ტელესკოპის- ”ფერმი”, საშუალებით გრავიტაციული ლინზები შეისწავლა. ეს ობიექტები თავისებური ბუნებრივი ტელესკოპები არიან, რომლებიც შორეული კოსმოსური ობიექტების განსაკუთრებული ურთიერთგანლაგებით წარმოიქმნებიან. მასიურ გალაქტიკას ზუსტად მის უკან მდებარე კიდევ უფრო შორეული გალაქტიკიდან გამოსხივებული სინათლის გადახრა და გაძლიერება შეუძლია, როგორც ჩვეულებრივ ოპტიკურ ლინზას, ოღონდ ეს მოვლენა გრავიტაციით არის გამოწვეული, არა სინათლის გარდატეხით(სინათლის არეკვლის კანონი).

 2012 წლის სექტემბერში ”ფერმიმ” ელვარე გამა-ანთებათა სერია დააფიქსირა, რომლებიც B0218+357-ის სახლით ცნობილი წყაროდან მოდიოდა, სამკუთხედის თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან 4,35 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ამ მძლავრი ანთებების ხარჯზე, ცნობილი გრავიტაციული ლინზების შესწავლა მოხერხდა.

 B0218+357 ბლაზარების(კვაზრი) კლასს ეკუთვნის, მათ ინტენსიური გამოსხივება და ძნელად პროგნოზირებადი ქმედებები გააჩნიათ. ბლაზარის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია(1), რომლის მასა მილიონობით და მილიარდობითჯერ აჭარბებს მზისას. შავი ხვრელის მიმართულებით სპირალურ ტრაექტორიებზე მოძრავი მატერიის ნაწილი ისევ კოსმოსში, ჯეტების სახით გაიტყორცნება, ამ რელატივუსტურ ჭავლებში ნაწილაკები თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობენ.

 დიდი ხნით ადრე, სანამ B0218+357-ის სინათლე ჩვენამდე მოაღწევს, ის, ირმის ნახტომის მსგავს სპირალურ გალაქტიკაში გადის, რომელიც დედამიწიდან 4 მილიარდი წინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

 გალაქტიკის გრავიტაცია სინათლეს სხვადასხვა მიმართულებებით გადახრის, ამიტომ ასტრონომები ზუსტად მის უკან მდებარე ბლაზარის ორმაგ გამოსახულებას ხედავენ. გამოსახულებებს შორის მანძილი სულ რაღაც კუთხური წამის მესამედს უტოლდება. B0218+357-ის ეს ორი გამოსახულება თავის თავში უმცირეს გადახრებსაც კი ინახავენ, რომლებიც სინათლეს მოძრაობის გზაზე ხვდება.

 ამ სისტემის შესასწავლად მეცნიერებმა ”დაყოვნებით ჩვენების” ეფექტი გამოიყენეს. ”სინათლის ერთი ბილიკი უფრო გრძელია, ვიდრე მეორე, ამიტომ, როცა ანთებებს ერთ გამოსახულებაზე ვაფიქსირებთ, იგივეს დანახვა მეორეზე, რამდენიმე დღის დაგვიანებით შეგვიძლია” – ამბობს ჯეფ სქარგლი, ასტროფიზიკოსი ეიმსის კვლევითი ცენტრიდან.

 მეცნიერებმა, ასე რომ ვთქვათ, ანთებათა შენელებული ჩვენების სამი ეპიზოდი ”გამოიჭირეს” – 11,46 დღიანი დაყოვნებით. საინტერესოა, რომ გამა-სხივების დაყოვნება დაახლოებით ერთი დღით მეტი იყო, ვიდრე ეს იგივე სისტემაზე ჩატარებულმა რადიო-დაკვირვებებმა აჩვენა.

 გარდა ამისა, გამა-ანთებები და მათი განმეორებითი ”ჩვენებები” ერთნაირი სიკაშკაშით გამოირჩეოდნენ, ხოლო რაიდო დიაპაზონში ბლაზარის ერთი გამოსახულება, მეორეზე ოთხჯერ ელვარე აღმოჩნდა.

 მეცნიერთა აზრით, ადარებენ რა რადიო და გამა-ტელესკოპებით ჩატარებული კვლევების შედეგებს, უნდა შეიცვალოს წარმოდგენები ზემასიური შავი ხვრელების ჯეტების წარმოქმნის მექანიზმზე და ახალი ზღვრები დადგინდეს ისეთ მნიშვნელოვან კოსმოლოგიურ სიდიდეებზე, როგორიც, მაგალითად, ჰაბლის მუდმივაა, რომელიც სამყაროს გაფართოებას(ინფლაცია) აღწერს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=hAH_0UhRnUo

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.