მაკემაკეს თანამგზავრი

 კოიპერის სარტყელში მდებარე, ელვარებით მეორე ჯუჯა პლანეტას – მაკემაკე, თანამგზავრი აღმოაჩნდა. მას აღნიშვნაც მიანიჭეს – MK2. სინათლეს, ნახშირივით ბნელი ზედაპირიდან ირეკლავს და თავის პლანეტაზე 1300-ჯერ სუსტად ანათებს. მისი აღმოჩენა კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლი”, საშაულებით მოხერხდა. სუსტად მანათობელი თანამგზავრების დამზერა იგივე მეთოდით მიმდინარეობს, რომლითაც პლუტონის პატარა თანამგზავრები აღმოაჩინეს. პლუტონისა და მისი თანამზგავრების მსგავსად, მაკემაკესა და მის თანამგზავრებზე შემდგომი დაკვირვებები, სისტემის მასისა და სიმკვრივის დადგენასა და ამ შორეული ობიექტების ბუნების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. MK2-ის დიამეტრი დაახლოებით 160 კილომეტრია, მაკემაკესი კი 1400 კილომეტრი(მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა ისევ პლუტონია). წარმოდგენილ ილუსტრაციაზე, მზის სისტემის გამოუკვლეველი, კიდურა რეგიონია გამოსახული, მკრთალად მანათობლი მზით ირმის ნახტომის ფონზე. მზიდან მაკემაკემდე მანძილი, დედამიწა-მზეს შორის მანძილზე 50-ჯერ მეტია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.