პლუტონი, ქარონი, ჰიდრა, ნიქტა

 2015 წლის 14 ივლისს NASA-ს(ა.შ.შ.) კუთვნილი ავტომატური ზონდი – ”ახალი ჰორიზონტები”, მოძრაობდა რა 14 კილომეტრი წამში სიჩქარით, თავის მთავარ სამიზნეს მინიმალურ მანძილზე – 12,5 ათასი კმ, მიუახლოვდა(nasa).

NH instrumentebi

 ”ახალი ჰორიზონტების” მიერ გამოგზავნილი ფოტოსურათებით შექმნილი ანიმაცია, პლუტონის თავზე გადაფრენის დემონსტრირებას ახდენს.

 ჩანს მთათა სისტემა – ნორგეი(ევერესტის პირველად დამპყრობთაგანიდან ერთ-ერთის გვარი) და გლუვი ყინულოვანი სეგმენტებისგან შემდგარი პლატო – თანამგზავრი(”სპუტნიკი”(სსრკ), პირველი ხელოვნური თანამგზავრის სახელი).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=ydU-YrG_INk

 მიღებული მონაცემების მიხედვით, პლუტონის ატმოსფეროს სიმაღლე 1,6 ათას კილომეტრზე მეტია. მის ზედა ფენებში მოლეკულური აზოტი დომინირებს, ქვედა ფენებში კი მეთანი და რთული ნახშირწყლები.

plutonis atmos dge_gamis mxareebi

 მაქსიმალურად მიახლოებიდან ერთი საათის მერე, ჯუჯა პლანეტის ჩდილში მოქცეულ აპარატზე არსებული ინსტრუმენტი, სპექტროგრაფი Alice, ატმოსფერული აზოტის მიერ, მზით განათებულობის მიხედვით, ულტრაიისფერი გამოსიხვების შთანთქმის ცვლილებების კვლევას შეუდგა.

 მიახლოებიდან 1,5 საათის მერე, ინსტრუმენტმა – SWAP, ჯუჯა პლანეტის ცივი პლაზმური კუდი დაინახა, რომელიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით იონიზირებული, პლანეტის სუსტი გრავიტაციის დასაძლევად საკმარისი ენერგიის მქონე მოლეკულური აზოტით არის წარმოქმნილი.

pluto plazma kudi

 პლუტონის ახლო სივრცეში, მზის ქარი ხსენებულ იონებს ეხლება და მოძრაობას ანელებს, ასევე, შესაძლებელია, დარტყმით ტალღასა და პლანეტის პლაზმურ კუდსაც ის წარმოქნის. პლანეტის მიერ მატერიის ამგვარი კარგვა საათში 500 ტონას უტოლდება. შედარებისთვის, მარსის მიერ მატერიის ანალოგიური პროცესით კარგვა მხოლოდ 1 ტონას უტოლდება საათში. კუდის ზუსტი ზომა და მისი წარმომქმნელი ნაწილაკების ზუსტი ტიპი ჯერჯერობით უცნობია.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=dX7zMDAWwa8

 ქარონი, პლუტონის ყველაზე დიდი თანამგზავრი, რომელზეც უჩვეულო გეოლოგიური სტრუქტურა იქნა აღმოჩენილი – ღრმული ამოზნექილობით ცენტრში, რომელიც შუა საუკუნეების დროინდელ ციხესიმაგრეს გავს.

 ღრმულის სიგრძე 390 კილომეტრია. სიღრმესა და ამოზნექილობის სიმაღლეზე, სააგენტო არაფერს ამბობს, თუმცა, ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს მონაცემი რამდენიმე ასეულ მეტრს უნდა უტოლდებოდეს. მეცნიერების აზრით, დარტყმითი კრატერების მცირე რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ქარონის ზედაპირი გეოლოგიურად აქტიურია. რაც შეეხება მაღლობებს, როგორც ჩანს, ისინი გაყინული წყლის მაღალი შემცველობის მქონე მატერიისგან არის ფორმირებული.

qaroni kosm cixesimagritqaroni mordori chrdiloetshi

 ჩრდილოეთ პულუსთან ახლოს, ბნელი მტვრით დაფარულ რეგიონს – მორდორი უწოდეს(ბნელი ქვეყანა რომანიდან ”ბეჭდების მბრძანებელი”). ქარონის შედარებით ნათელ, კრატერებისგან თითქმის თავისუფალ ეკვატორულ ნაწილში კანიონები იქნა აღმოჩენილი, საერთო სიგრძით დაახლოებით ათასი კილომეტრი, რომელთა სიღრმე 7-9 კილომეტრს აღწევს.

 უსწორმასწორო, კარტოფილის ფორმის მქონე ჰიდრას ზომა 43/33-ზე კილომეტრია. სინათლის არეკვლის უნარის(ალბედო) მაჩვენბელი შუა მდგომარეობას იკავებს პლუტონსა და ქარონს შორის და 40%-ს უტოლდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი ზედაპირი ყინულითაა დაფარული. რაც შეეხება აღმოჩენილ ბნელ რგოლურ სტრუქტურას, მისი ბუნება ჯერჯერობით დაუდგენელი რჩება. დაკვირვებების დროს, აპარატსა და ჰიდრას შორის მანძილი 640 ათას კილომეტრს უტოლდებოდა.

hidra

 ნიქტას ფოტო 2015 წლის 13 ივლისს იქნა მიღებული, დისტანციიდან 590 ათასი კილომეტრი. წინასწარი შეფასებებით, მისი დიამეტრი 40 კილომეტრია. მეცნიერებმა ფოტოზე, მხოლოდ 6 კილომეტრიანი დიამეტრის ზომის მქონე ზედაპირული მონაკვეთების გამოყოფა შეძლეს. 2005 წლის 15 ივნისს ”ჰაბლით” აღმოჩენილი თანამგზავრის სავარაუდო დიამეტრი 32-დან 145-მდე კილომეტრის ფარგლებში მერყეობდა(მისია ახალი ჰორიზონტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.