ზომით მესამე ჯუჯა პლანეტის რგოლები

 კვერცხის ფორმის ჰაუმეაზე დაკვირვება მაშინ მოხდა, როცა ის ერთ-ერთი მკრთალი წითელი ვარსკვლავის წინ მოექცა(ე.წ. გადაფარვა). ამ თავისებურ დაბნელებას ევროპის 6 ქვეყნის 12 ობსერვტორია აკვირდებოდა. ვარსკვლავის ნათების კლებით დადგინდა, რომ ამ მცირე პლანეტას 7 კილომეტრის სიგანის რგოლი უნდა ჰქონდეს, რომელიც მისი ზედაპირიდან 2 ათასზე მეტი კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული. მეცნიერთა აზრით, ის დიდი ზომის ობიექტთან შეჯახების შედეგად გატყორცნილი ფრაგმენტებისგან ჩამოყალიბდა.

 ციური მექანიკის სპეციალისტებმა, კოიპერის სარტყლის ერთ-ერთი დიდი ობიექტის, ჯუჯა პლანეტობის კანდიდატის – (225088) 2007 OR10, ზომა დააზუსტეს. მისი დიამეტრი დაახლოებით 1535 კილომეტრია. ჯუჯა პლანეტებს შორის, პლუტონისა და ერისის მერე, ის ზომით მესამეა მზის სისტემაში(arxiv.org).

 (225088) 2007 OR10-ის ალბედოს(მზის სხივების არეკვლის უნარი) კვლევით დადგინდა, რომ ობიექტი თავისი ღერძის გარშემო ნელა ბრუნავს(22,4 საათი) და (მაკლორენის)ელიფსოიდის ფორმა აქვს. მეცნიერები მის ახლოს არც აირადი აზოტისა და მეთანის არსებობას გამორიცხავენ.

 ზომის დაზუსტება ევროპისა და ა.შ.შ-ს კოსმოსური სააგენტოების კუთვნილი ორბიტული ტელესკოპების – ”ჰერშელი” და ”კეპლერი”(მისია K2), საშუალებით მოხერხდა. პირველი ობსერვატორია ინფრაწითელ სპექტრში მუშაობდა, მეორე – ამ ობიექტის ელვარების ცვლილებას, გამოსხივების ხილულ ნაწილში აკვირდებოდა.

 პლუტონის დიამეტრი მისია ”ახალი ჰორიზონტებით”(მისია „ახალი ჰორიზონტების“ ათი მთავარი აღმოჩენა) მიღებული მონაცემების მიხედვით – 2370(±20 კმ.) კილომეტრია(მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა ისევ პლუტონია). ერისი ცოტა პატარაა – 2336 კილომეტრი. ოფიციალურად, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ხუთი ჯუჯა პლანეტის არსებობს აღიარებს: მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდულ სარტყელში მდებარე ცერესი და ნეპტუნის იქეთ მდებარე პლუტონი, ერისი, მაკემაკე და ჰაუმეა(კიდევ ორი ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.