იდუმალი პლუტონი და მისი გარემოცვა "ახალი ჰორიზონტები”(NASA).

იდუმალი პლუტონი და მისი გარემოცვა

პლუტონი, თავისი ბუნების მოულოდნელად საინტერესო დეტალების გამჟღავნებას აგრძელებს. ელვარე ლაქები, სქელი ღრუბლები, მეწყერი – კიდევ რითი გაგვაკვირვებს ეს ჯუჯა პლანეტა?

 ცნობილია, რომ პლუტონი, ყინულოვანი ვულკანებით არის დაფარული, მათ ქვეშ კი ძალიან ღრმა ოკეანე შეიძლება იმალებოდეს. ამ ყველაფერს სხვა სიახლეებიც ემატება, ყველაზე უფრო კაშკაშა ლაქა მზის სისტემაში, ღრუბლები, როგორც დედამიწაზე და ქარონზე(პლუტონის დიდი თანამგზავრი) დამზერილი მეწყერი.

plutonis atmosfero 2

plutonis cisferi atmosfero

 ნასას თანამშრომლის, ბონი ბურატის განცხადებით, ჯუჯა პლანეტაზე აღმჩენილი უჩეულო ლაქები მისი ზედაპირის აქტიურობაზე მეტყველებს. რაღაც ამდაგვარი, სატურნისეულ ენცელადზე დაიმზირება, რომლის აქტიურობა იმდენად მაღლია, რომ პლანეტარული მატერიის ნაწილი კოსმოსში გაედინება.

plutoni nasa

 პლუტონისეული ლაქები, ლამის 100%-ით ირეკლავს სინათლეს, რაც მზის სისტემის ყველაზე ელვარე პლანეტარულ ლაქებად ხდის მათ. თუმცა, სანამ სინათლე აირეკლება, ღრუბლების სქელი საფარი უნდა გაიაროს. ალან შთერნმა, მისია “ახალი ჰორიზონტების” წამყვანმა მკვლევარმა, მტკიცებულებები წარმოადგინა, რომ გათენებისას და საღამოს, სხვადასხვა კონდენსატისგან შემდგარი ღრუბლები ფორმირდება. ეს ფაქტი, როგორც შთერნი აღნიშნავს, იმაზე მეტყველებს, რომ პლანეტარული აქტიურობა იმაზე მაღალია, ვიდრე ასტრონომებს აქამდე ეგონათ და პლუტონი ”მეტი ყურადღებით” უნდა იქნას გამოკვლეული.

qaroni mordori chrdiloetshi

ბნელი მტვრით დაფარული მორდორი, ქარონის ჩრდილოეთ პულუსთან.

 ქარონიც საკმაოდ საინტერესო ობიექტია. მის ზედაპირზე, პლუტონისგან განსხვავებით, მეწყერული მოვლენები შეიმჩნევა. ”ასეთი რამ სხვა კლდოვან პლანეტებზეც გვინახავს, მაგალითად, მარსი(ჩაშლილი ხეობა ჰებესი მარსზე), სატურნისეული მთვარეები, მაგრამ მზიდან ასე შორს, კოიპრის სარტყელში(მოკლედ კოიპერის შესახებ) – პირველად” – ამბობს როს ბაიერი, ნასას კვლევითი ცენტრიდან. გასაკვირი არ არის, რომ მისია ”ახალი ჰორიზონტები” პლუტონისკენ ახალი მისიის გაგზავნას გეგმავს. აშკარაა, რომ ასტრონომთა ვარაუდით, ეს პლანეტა კიდევ უფრო მეტ საიდუმლოს მალავს.

 ახლა, NASA-ს კუთვნილი ზონდი – ”ახალი ჰორიზონტები”, კოიპერის სარტყლის ჯუჯა პლანეტას უახლოვდება – 2014 MU69, რომელიც მზის სიტემის ყვერლაზე უფრო ”წითელ” ობიექტად შეიძლება იქცეს.

 2014 MU69-ს დიამეტრი 45 კილომეტრია, პლუტონს კი 2,6 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული. მეცნიერთა გამოთვლებით, ავტოამტური ზონდი 2019 წლისთვის მიუახლოვება მას(2015 წელს, პლუტონისკენ მიმავალ გზაზეც ახლოს ჩაუარა).

 ”ბევრ საინტერესო სიხლეს ველით ”ახალი ჰორიზონტებისგან”, თან, უკვე გადმოგზავნილ მასალასაც ვსწავლობთ. ბოლო მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ პლუტონისკენ ახალი მისიის გაგზავნა იქნება საჭირო” – ამბობს შთერნი.

 ავტომატური ინტერპლანეტარული სადგური ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ; ”ახალი ჰორიზონტები” და მზის სისტემა).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *