ღრუბლები პლუტონზე

 მისიის – ”ახალი ჰორიზონტები”(New Horizons), მკვლევართა ჯგუფმა, პლუტონისა და მისი თანამგზავრების კვლევის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. კერძოდ, ჯუჯა პლანეტაზე ღრუბლების არსებობა ოფიციალურად იქნა დამტკიცებული(Science).

 1. პლუტონისა და მისი დიდი თანამგზავრის – ქარონი, გეოლოგიის შედარება. ერთმანეთისგან განსხვავებული ობიექტებიდან პირველზე, გაცილებით აქტიური გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს – დიდი ყინულოვანი ბაქნების მოძრაობა(პლუტონის აისბერგები), ალბათ, კრიოვულკანიზმიც.

plutonis atmosfero 2

 ქარონის ზედაპირი, პლუტონისგან განსხვავებით, უამრავი რაოდენობის კრატერებით არის დაფარული(”მარსის” კანიონი ქარონზე) და გაცილებით ძველია პლუტონის გარე ფენებზე, რომლებიც უკანასკნელი ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში ეროზიულმა ზემოქმედებამ შემოამრგვალა.

plutonis atmosfero 3 mzis qarit

 2. პლუტონისა და ქარონის ყინულების ანალიზი. პლუტონზე, აზოტისა და წყლის ყინულოვანი საფარი დომინირებს, რომელიც მის ზედაპირზე არათანაბრად არის განაწილებული. აღმოჩენილია თოლინიც(მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით წარმოქმნილი მეთანისა და ეთანის ორგანული ნაერთი. დაიმზირება მზის სისტემის ყინულოვან ობიექტებზე; რთული ნახშირწყლები პლუტონზე).

 3. პლუტონის ატმოსფეროს დეტალური კვლევა(პლუტონის ატმოსფეროს ქიმია და მყინვარები). ის გაცილებით ცივი და ნაკლები მოცულობისა აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. აღმოჩენილია კვამლისებრი წარმონაქმნებიც, რომლებიც პლუტონისეულ ღრუბლებად შეიძება ჩაითვალოს(პლუტონის ცისფერი ცა).

 4. პლუტონის პატარა თანამგზავრები – სთიქსი, ნიქტა, ცერბეროსი და ჰიდრა. ეს ციური ობიექტები, მზის სინათლეს ინტენსიურად ირეკლავს, ნიქტასა და ჰიდრას მოძრაობა კი ქაოტურია(ქაოსი პლუტონის თანამგზავრთა მოძრაობაში).

 5. პლუტონის ატმოსფეროსა და მისი შემომფარგლავი გარემოს ურთიერთქმედება მზის ქართან(ელემენტარული ნაწილაკების ნაკადი). პლუტონის მახლობელ გარემოში, მტვრის აღმოჩენა პლანეტოლოგებმა ვერ შეძლეს.

 ავტომატური ინტერპლანეტარული სადგური ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.