პლუტონის აისბერგები

 აისბერგების დიამეტრი რამდენიმე კილომეტრს აღწევს, ხოლო ”ახალი ჰორიზონტებიდან” ისინი ჩანდა, როგორც მცირე შემაღლებები პლატო სპუტნიკზე, რომელიც ამ ჯუჯა პლანეტის უდიდეს ვაკეს წარმოადგენს(nasa). აისბერგებისა და ვაკეების ქიმიურ შემადგენელს მენციერები იმით ხსნიან, რომ გაყინული წყალი, აზოტზე ნაკლების სიმკვრივის არის. მაღლობები კი პლუტონის კლდოვანი მთების ნაწილებს წარმოადგენს.

 აისბერგთა ნაწილი, 20 კილომეტრის ზომის ჯგუფებად შეგროვებულა. სხვები კი პლანეტის დიდი ყინულოვანი ბაქნების გამყოფ არხებში აგრძელებენ დრეიფს. აისბერგების ყველაზე უფრო დიდი გროვა ჩელენჯერის(კოსმოსური ბორანი – ”ჩელენჯერი”) სახელით ცნობილ ადგილზეა თავმოყრილი, რომლის ზომაა – 60/35-ზე კილომეტრი.

 დამზერილი მოვლენები, მენციერთა აზრით, პლუტონის გეოლოგიურ აქტიურობაზე მეტყველებს. აისბერგების ფოტოები, ”ახალ ჰორიზონტებზე” არსებულმა ინსტრუმენტმა – MVIC, გადაიღო, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოებამდე 12 წუთით ადრე.

new horizons ავტომატური კოსმოსური სადგური – ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.