„კეპლერის“ მიერ აღმოჩენილი პლანეტების რაოდენობა განახევრდება

 ნასას კოსმოსურმა ობსერვატორიამ – „კეპლერი“, რამდენიმე ათასი ეკზოპლანეტობის კანდიდატი აღმოაჩინა, რომელთა 10-20 პროცენტი პლანეტობის სტატუსს ვერ მიიღებს. პორტუგალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „კეპლერის“ ეფექტურობის შეფასება გადაჭარბებული შეიძლება აღმოჩნდეს.

Kepler2 damz zona

 ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი 8826 კანდიდატიტან, ხსენებულმა მეცნიერებმა 129 ახალი ასეთი კანდიდატი შეისწავლეს. მარტივად იდენტიფიცირებისა და მტკიცებულების მისაღებად, ყველაზე უფრო მასიური კანდიდატები იქნა შერჩეული.

 
“კეპლერი” ე.წ. ტრანზიტული მეთოდით ეძებდა პლანეტებს, პლანეტის მიერ ვარსკვლავის პერიოდული ჩაბნელებებით.

 რჩეულთა ანალიზის მერე დადგინდა, რომ „ეკზოპლანეტათა“ 52% ორმაგი მჭიდრო ვარსკვლავური სისტემებია, 2% კი რუხ ჯუჯებზე მოდის(გალაქტიკის ასაკის ყავისფერი ჯუჯები). სხვაგვარად რომ ვთქვათ, „კეპლერის“ მიერ აღმოჩენილი ობიექტების ნახევარი, ეკზოპლანეტები არ არის.

 აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ სხვა ასტრონომების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჩვენი გალაქტიკა ეკზოპლანტებით არის „დასახლებული“, ბევრი მათგანი კი დედამიწის მსგავსია(გაუგებრობა კეპლერ-452b-სთან დაკავშირებით). უბრალოდ, უნდა გადაიხედოს წარმოდგენები, რა უნდა ჩაითვალოს ეკზოპლანეტად და რა არა, ასევე უნდა დაიხვეწოს ამ ობიექტების საძებნი საშუალებები(“კეპლერის” მესამე გიროსკოპი მზე იქნება; როგორ იმუშავებს კოსმოსური ტელსკოპი ”ჯეიმს უები”?).

სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონების შედარება. ვერტიკალურ სკალაზე მოცემულია ვარსკვლავების მასები, ჰორიზინტალურზე -მანძილი ასტრონომიულ ერთეულებში. ცისფერი ზოლით სასიცოცხლო ზონაა ნაჩვენები, მუქი ცისფერით – შესაძლო სასიცოცხლო ზონაწარმოქმნილი ჯერჯერობით უცნობი გარემოებებით(ESO, Franck Selsis, Univ. of Bordeaux-ის ილუსტრაცია).

 ამ ნამუშევრით გამოკვლეული ობიექტები, გაზის გიგანტებია(როგორც იუპიტერი და სატურნი) და არა კლდოვანი პლანეტები(მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი). დიდი ობიექტების აღმოჩენა უფრო იოლია, ამიტომ მცდარი დასკვნების რაოდენობაც კიდევ უფრო მაღალის შეიძლება აღმოჩნდეს(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; ეკზოპლანეტები).

httpv://youtu.be/_DnDeBa0KFc
მზის სისტემა და სხვა სისტემები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.