ტარანტული და მისი მონსტრები

 დაახლოებით 170 ათასი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, ათეულობით ვარსკვლავი-გიგანტია აღმოჩენილი, რომელთა მასები 100 და მეტჯერ აღემატება მზისას.

 მეგელანის დიდი ღრუბლის (მეზობელი ჯუჯა გალაქტიკა) კუთვნილი ნისლეულის, ტარანტულის ცენტრში მდებარეობს კომპაქტური ვარსკვლავური გროვა – R136. მთლიანობაში ის 100 000 ვარსკვლავს შეიცავს – ახალგაზრდებს, გიგანტებსა და ზეგიგანტებს, რომელთა ასაკი დაახლოებით 2 მილიონი წელია (ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა).

R136a1 zegiganti გროვა, ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმომქმნელი მატერიით მდიდარი გაზისა და მტვრის ბუშტების შეხების ადგილზე მდებარეობს. ადრე, ორბიტული ტელესკოპის, ”ჰაბლის” საშუალებით, R136-ის ცენტრში О კლასისა (ყველაზე მძლავრი, მასიური, ელვარე, იშვიათი და სიცოცხლის მოკლე პერიოდის მქონე ჰიპერგიგანტები) და ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავთა უპრეცედენტო რაოდენობა იქნა აღმოჩენილი. გროვის შემადგენლობაში 12 ძალიან მასიური და ელვარე ვარსკვლავი შედის, 37-დან 76-მდე მზის მასით, ერთიც 250 (± 10) მზის მასით – R136a1 (ყველაზე დიდი და მასიური ვარსკვლავი). იგივე ტელესკოპის დახმარებით, რომელიც ულტრაიისფერ სპექტრშიც მუშაობს, მეცნიერებმა კიდევ 9 მასიური ვარსკვლავი-მონსტრი აღმოაჩინეს. თითოეული მათგანი 100-ჯერ მასიურია მზეზე, ხოლო მათი საერთო ნათობა (1) 30 მილიონჯრ აჭარბებს მზისას.

 ყოველ წლიურად ეს ვარსკვლავები დედამიწის (5,9726·1024 კგ.) მასის ტოლფასი მასის მატერიას აფრქვევენ. ამ მოვლენის ბუნება გაურკვეველი რჩება: არსებული თეორიები გაზ-მტვროვანი ღრუბლებიდან ასეთი მასიური ობიექტების ჩამოყალიბებას ვერ ხსნის (ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.