ჯუჯა პლანეტები

 ჯუჯა პლანეტები, პლანეტათა ახალ კლასიფიკაციას მიეკუთვნება. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (The International Astronomical Union) ჯუჯა პლანეტა აღწერა შემდეგნაირად:

ჯუჯა პლანეტა “მაკემაკე”

“მზის ორბიტაზე მოძრავი ობიექტი, რომელიც საკმარისად დიდია (მასიური), რომ თავისივე გრავიტაციით მიიღოს მრგვალი (ან თითქმის მრგვალი) ფორმა. საბოლოოდ, ჯუჯა პლანეტა მერკურიზე პატარა უნდა იყოს. ჯუჯა შეიძლება მოძრაობდეს ისეთ ზონაში, სადაც სხვა მრავალი ობიექტებია თავმოყრილი. მაგალითად, “მთავარი ასტეროიდული სარტყელი” (მარსსა და იუპიტერს შორის) არის ადგილი, სადაც ბევრი სხვაგვარი ობიექტია”.

ჰაუმეა ჰიიაკასა და ჰამაკასთან ერთად.

 მეცნიერები აკვირდებოდნენ ჯუჯა პლანეტას სახელად ერისი. ამ ობიექტის, აგრეთვე ჯუჯა პლანეტების მაკემაკესა და ჰაუმეას აღმოჩენამ გამოიწვია პლუტონის პლანეტების სიიდან ამოწერა, რადგან ზოგიერთის დიამეტრი აღემატებოდა პლუტონისას.

 მზის სისტემის ჯუჯა პლანეტების ზომების დადგენა რთულია, რადგან ისინი დედამიწიდან ძალიანშორს მდებარეობენ(ერიდა 14 მლრდ. კმ, პლუტონი 7,4 მლრდკმ.),

ასეთი გამოჩნდებოდა მზე სედნადან.

 ამიტომ მეცნიერები შეფასებების არაპირდაპირ მეთოდებს იყენებენ. ამშემთხვევაში ასტრონომები აკვირდებოდნენ თუ როგორ დააბნელა ერისმა ერთ-ერთი შორეული ვარსკვლავი(გაიარა მის წინ). აკვირდებოდნენ რა სხვა და სხვა წერტილებიდან მეცნიერებმა შეძლეს ზუსტად შეეფასებინათ ჩრდილის ზომები, რის საფუძველზეც დაადგინეს ჯუჯა პლანეტის დიამეტრი. ახალი მონაცემების მიხედვით, ერისის დიამეტრი ნამდვილად მცირეა 2340 კმ-ზე, აქამდე ითვლებოდა, რომ ეს მაჩვენებელი 2600 კმ-ს. უტოლდებოდა. თუ ეს ახალი გაზომვები დამტკიცდება, მაშინ პლუტონი დაკარგულ სტატუსს აღიდგენს, თუმცა ერისი სარტყელის ყველაზე მასიურ ობიექტად რჩება. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რატომ არის თითქმის  ერთნაირი ზომების ობიექტებს შორის მასათა ასეთი დიდი სხვაობა.

ერისი.

 ამ ობიექტების აღმოჩენამ ნეპტუნს იქეთ(ელიფსური ორბიტის გამო ზოგჯერ პლუტონი მზესთან უფრო ახლოს აღმოჩნდება ხოლმე ვიდრე ნეპტუნი), გამოიწვია პლუტონის პლანეტების სიიდან ამოღება, რადგან ზოგიერთი მათგანი მასზე დიდია. ახლა პლუტონი და პლუტოიდები ჯუჯა პლანეტების რიცხვს მიეკუთნებიან. იქაური 1 წელი 245,73 დედამიწისეულს უდრის, ესეიგი აღმოჩენის მერე პლუტონზე ერთი წელი არცკი გასულა, ანუ მას შემდეგ მზის გარშემო ერთი ბრუნი ჯერ არ გაუკეთებია. ჯუჯა პლანეტებს ეკუთვნის ასტეროიდი ცერერაც. იგი მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდების სარტყელში მდებარეობს.


ავტორი: ბექა მამუკაშვილი, კახაბერ გოგოლაშვილი.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.