პლუტონის თანამგზავრთა კვლევა საფრთხესთანაა დაკავშირებული

რა საფრთხე ემუქრება ავტომატურ აპარატს ”ახალი ჰორიზონტები” პლუტონის თანამგზავრების კვლევის დროს?

 ”ახალი ჰორიზონტები” ნასამ 2006 წლის 19 იანვარს გაუშვა კოსმოსში, პლუტონს ის 2015 წლის ივლისში მიაღწევს. ამ გაყინული პლანეტის ორბიტაზე ყოფნის დროს აპარატი უფრო მეტ საფრთხეებს შეიძლება წააწყდეს, ვიდრე მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნენ. ლაპარაკია კოსმოსურ ”ნაგავზე.

“ახალი ჰორიზონტები”(NASA).

საქმე იმაშია, რომ პლუტონის პატარა თანამგზავრები კოიპერის სარტყელის ობიექტთა მუდმივი შეჯახებების ქვეშ არის. ამიტომ  ”ახალი ჰორიზონტები”-ც შეიძლება რომელიმე ასეთი ნამსხვრევის მსხვერპლი გახდეს.

”ყველაზე დიდი პრობლემა არის რომელიმე დიდ ნამსხვრევთან შეჯახების რისკი, რაც აპარატის დაშლას გამოიწვევს” – ამბობს ალან შთერნი, სან-ანტონიოს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტიდან(ტეხასი,ა.შშ.).

 თავისი ზემგრძნობიარე კამერების დახმარებით, კოსმოსური აპარატი  ”ახალი ჰორიზონტები”, პლუტონთან მიახლოებასთან ერთად იმ ნამსხვრევების ძებნას დაიწყებს, რომელთაც მისი დაზიანება შეუძლიათ.

 ”ახალი ჰორიზონტები” არა მარტო პლუტონსა და მის თანამგზავრ ქარონს გამოიკვლევს, არამედ ეცდება შეისწავლოს და აღმოაჩინოს პლანეტის ცნობილი თუ უცნობი თანამგზავრები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.