გაურკვევლობაში ჩავარდნილი შორეული მომავლის ცივილიზაციები

  ჩვენი ცივილიზაციის უპირატესობა ისაა, რომ სამყაროს ისტორიაში საკმაოდ ადრე გაჩენილს, ”ჰაბლისა” და სხვა ტელესკოპების საშაულებით, სამყაროს ევოლუციას, უკან, მისი გაჩენის მომენტამდე შეუძლია მიადევნოს თვალი. დიდი აფეთქების მტკიცებულება და კოსმოსური ევოლუცია, ჯერ კიდევ მაშინ გამოსხივებულ ელექტრომაგნიტურ ტალღებშია(რელიქტური გამოსხივება) ჩაკოდირებული, რომელიც ტრილიონი წლის მერე, სამყაროს აჩქარებული გაფართოების გამო გაქრება. შორეული მომავლის ცივილიზაციები ვერაფრით გაიგებენ, როგორ გაჩნდა და ვითარდებოდა ჩვენი სამყარო(რა არის დიდი აფეთქება?).

 ”დედამიწის ადგილის აღქმა(დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…), დანარჩენ სამყაროსთან კონტექსტში, ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო. ყველა სხვა პლანეტებთან შედარებით, რომლებიც მომავაში ჩამოყალიბდება, ჩვენი პლანეტა საკმაოდ ადრე გაჩნდა” – ამბობს პიტერ ბეჰრუზი(კოსმოსური ტელსკოპის(”ჰაბლი”) ინსტიტუტი, ბალტიმორი, მერილენდი, ა.შ.შ.).

 თეორიული კვლევის მიხედვით, მზის სისტემის გაჩენის დროს, დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ, პოტენციურად სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტების 8%-მა მოასწრო ფორმირება. მზის სიკვდილის მერე(6 მილიარდი წელი), ეს ფორმირება კიდევ არ იქნება დასრულებული. დანარჩენმა 92-მა პროცენტმა ჯერ ახლა უნდა დაიწყოს ჩამოყალიბება. მეცნიერებმა ეს დასკვნები კოსმოსური ტელესკოპების – ”ჰაბლი” და ”კეპლერი”, საშუალებით დაგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოიტანეს.

 ნასას მეცნიერთა თქმით, მომავალი დედამიწები, ალბათ, გიგანტურ გალაქტიკურ გროვებში გაჩნდება, ასევე ჯუჯა გალაქტიკებში, რომლებშიც არსებული გაზი ჯერ ახლა იწყებს ვარსკვლავებად და მათ თანმხლებ პლანეტარულ სისტემებად გარდაქმნას.

 დროში უკან გახედვით, ”ჰაბლმა” გალაქტიკების ”ოჯახური ალბომი” წარმოგვიდგინა, ამ ვარსკვლავური კუნძულების ზრდასთან ერთად მათში მიმავალი ვარსკვლავთფორმირების პროცესების შესახებ ჩანაწერების ჩათვლით. ეს მონაცემები გვეუბნება, რომ 10 მილიარდი წლის წინათ, გაცილებით მეტი ვარსკვლავი ყალიბდებოდა, ვიდრე ახლა, თუმცა, ამ პროცესებში სამყაროსეული წყალბადისა და ჰელიუმის მცირე ნაწილი იყო ჩათრეული. ვარსკვლავებისა და პლანეტების ”გამოცხობის” პროცესი ჯერ კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება.civiliz tetrebtan

 ”კეპლერიდან” მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ დედამიწის ზომის პლანეტები, რომლებიც სიცოცხლის გაჩენისათვის თავსებად ზონაშია მოქცეული, თხევად მდგომარეობაში მყოფი წყლით ზედაპირზე, ჩვენს გალაქტიკაში ძალიან ბევრია. მეცნიერთა აზრით, ირმის ნახტომში მილიარდამდე დედამიწის ზომის პლანეტა იქნება, რომელთა უმრავლესობას მყარი(კლდოვანი) შემადგენელი გააჩნია(ყველაფერს ვერ გავიგებთ…; ეგზოპლანეტები; კოლაფსი ყველა კვალს წაშლის).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *