”კეპლერი” – კიდევ 1284 ეგზოპლანეტა

 ”კეპლერის” მისიის მენციერებმა ნასადან, ერთბაშად 1284 ახალი ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება(Astrophysical Journal).

 შესწავლილი იქნა მონაცემები, რომლებიც ”კეპლერმა” 2015 წლის ივლისიდან აქამდე გადმოსცა, ეგზოპლანეტობის 4302 კანდიდატის შესახებ. 1284 კანდიდატისთვის ამ ალბათობამ 99 პროცენტი შეადგინა. კიდევ 1327 პლანეტა-კანდიდატისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. დარჩენილი 707-ის შემთხვევაში, როგორც ჩანს, რაღაც სხვა ასტრონომიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მოხდა უკვე ცნობილი, სხვა მეთოდებით აღმოჩენილი 984 კანდიდატის ხელახალი დამტკიცებაც(როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს).

kepler 452b

egzoebis zebnis misiebi

 ახლად დამტკიცებული ეგზოპლანეტებიდან 550 კლდოვანი პლანეტაა, როგორც დედამიწა; 9 მათგანი, სიცოცხლის გაჩენისათვის თავსებად ზონაში მოძრაობს თავისი ვარსკვლავის გარშემო, იქ, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობაა შესაძლებელი(„კეპლერი“ მუშაობას აგრძელებს; ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.