გალაქტიკათა ევოლუციის მოდელირება

 როგორ ევოლუციონირებდა ერთგვაროვანი საწყისის მქონე სამყარო? ამის გასაგებად, ნასას კოსმოლოგებმა ვიდეოფილმი შექმნეს, რომელიც სამყაროს ნაწილის კომპიუტერული მოდელირების დემონსტრირებას ახდენს. მოდელირება, 100 მილიონი სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს, დიდი აფეთქებიდან 20 მილიონი წლის მერე დაწყებული, დღევანდელ დღემდე. მაატერიის განაწილების ერთგვაროვნება გრავიტაციულმა ძალამ შეცვალა, მისი შესქელებები წარმოქმნა, რომლებისგანაც, მომავალში, გალაქტიკების ფორმირება მოხდა. გალაქტიკებმა მაშინვე ერთმანეთისკენ დაიწყო მოძრაობა. ბევრმა მათგანმა წაგრძელებული სტრუქტურები წარმოქმნა, ზოგიც ერთმანეთს შეუერთდა და გალაქტიკათა უზარმაზარ გროვებში გაერთიანდა. ასეთი მოდელირებით მიღებული სამყაროს შესაძლო მახასიათებლების კვლევა, ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის პროექტირებისას იქნა გათვალისწინებული, რომლის კოსმოსში გაშვება 2018 წლისთვის არის დაგეგმილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.