რა არის დიდი აფეთქება?

 დიდი აფეთქების თეორიის შესახებ ყველას გვსმენია, თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას წარმოადგენს იგი. პირველ რიგში, ის არის მეცნიერული მოდელი, როგორც ყველა სხვა მეცნიერული მოდელი.

 დიდი აფეთქების თეორიამ უამრავი თავდახმა გადაიტანა მეცნიერთა მხრიდან, რომლებიც პორჭყნიდნენ, ეჩხუბებოდნენ, აკრიტიკებდნენ, დასცინოდნენ, ეკამათებოდნენ ერთმანეთს, ცდილობდნენ რა მიწასთან გაესწორებინათ მოწინააღმდეგე და მათი ალტერნატიული თეორიების მართებულობა დაემტკიცებინათ. რატომ? იმიტომ რომ, ის, ვინც უკეთეს მეცნიერულ პარადიგმას წარმოადგენს, სთოქჰოლმში გასამგზავრებელ უფასო საგზურს მიიღებს.

 მტკიცებულებები, ჰაბლის მიერ სამყაროს გაფართოების ფაქტის აღმოჩენის მერე დაიწყო – მან დაადგინა, რომ გალაქტიკები ერთმანეთს შორდება, სამყარო ფართოვდება. ეს ფაქტი უკვე არის დიდი აფეთქების იდეის უმთავრესი მტკიცებულება. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები თვლიდნენ, რომ თუმცა დედამიწაზე ყველაფერი იცვლება, სამყაროსეულ მასშტაბებში ეს ცვლილებები არ ხდება. ვარსკვლავები ფეთქდება, გალაქტიკები ერთმანეთს ეჯახება, მაგრამ ორი კვირის წინანდელი სამყარო, დღევანდელის მსგავსია და ერთი თვის მერეც ისევ ისეთი იქნება(არაგაფართოებადი სამყაროს მოდელი; სტაციონარული სამყაროს თეორია).

 სინამდვილეში, დღევანდელი სამყარო საერთოდ არ ჰგავს გუშინდელს, ხვალაც სხვანაირი იქნება და არა მარტო ლოკალურ მასშტაბებში.

 თუ სამყარო ყოველდღიურად სულ უფრო დიდი ხდება, შეიძლება ვივარაუდო, რომ ძალიან დიდი ხნის წინ ის… ძალიან პატარა იყო? გამოვიცანი? და თუ თქვენში მეცნიერი ჯერ კიდევ არ მომკვდარა, ამ უაზრო და სასაცილო დასკვნამდე მისვლის თანავე, ერთი შეხედვით სულელური თეორიის მტკიცებულებების მოძებნა მოგინდებათ.

 უკანასკნელი 14(13,8) მილიარდი წელი, სიმკვრივის ისტორიაა. რა აღარ არის სამყაროში: წყალბადი, ჰელიუმი, მაჩვები, ბნელი მატერია, თევზები, ფოტონები, ეშმაკის ბორბლები, ნეიტრინო და ა.შ. სხვადასხვა სიმკვრივეზე ეს ყველაფერი განხვავებულად ავლენს თავს, ამიტომ, როცა სამყარო პატარა იყო, მატერიის ერთი ტიპი, მეორეზე დომინირებდა, ამ მატერიის ფიზიკური ქცევა კი დროის მსვლელობაზე ახდენდა ზეგავლენას.

 დღევანდელი დღისთვის, სამყაროს მეტი ნაწილი ბნელი ენერგიის სახით არის წარმოდგენილი(რაც არ უნდა იყოს ის), სწორედ ეს ძალა დომინირებს ახლა და აჩქარებული გაფართოების მდგომარეობაში ამყოფებს სამყაროს. რამდენიმე მილიარდი წლის წინ, სამყარო გაცილებით მჭიდროდ იყო შეკრული. იმ დროში, მატერია მართავდა ყველაფერს, ბნელი ენერგია კი რაღაც ფონური მოვლენა უფრო იყო და არა მამოძრავებელი ძალა(ეს ის დროა, როცა მზის სისტემამ ფორმირება დაიწყო, სამყარო კი დღევანდელზე ორჯერ პატარა ზომის იყო)(მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ).

 ბნელი მატერიის გაჩენის ეპოქა დიდი არაფრით გამოირჩევა, თუმცამ რაც უფრო უკან მივდივართ დროში, მით უფრო უჩვეულო ხდება სამყარო. ლამის ერთ წერტილში თავმოყრილი, 13 მილიარდი წლის წინანდელი სამყარო იმდენად მკვრივი იყო, რომ ერთ დროს გალაქტიკების შემქმნელი მატერია, ატომების ფორმირებასაც კი ვერ ახერხებდა. ატომის ბირთვის მიერ გამოჭერილ ელექტრონს მაშინვე მაღალი ენერგიის ფოტონი ეჯახებოდა და უკუაგდებდა მას. ეს პლაზმაა, სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო მაშინ სამყარო.

 ჩვენს დროში, იმ ეპოქის დროინდელი სინათლე, როცა სამყარო გამჭვირვალე გახდა, გაცივდა და გაფართოვდა, გაჩნდა ატომები, სამყაროს განათებას ახლაც აგრძელებს, თუმცა, გაცილებით მეტად გაფართოებულსა და გაცივებულ სამყაროში, იმ ეპოქის დროინდელი გამა-კვანტები, ახლა სუსტ მიკროტალღურ(რელიქტური გამოსხივება) ფონად გადაიქცა.

 კოსმოსური მიკროტალღური ფონი

bing bang

 კოსმოსური მიკროტალღური ფონი არა მარტო ერთ-ერთი ნიშანია დიდი აფეთქებისა, არამედ შორეულ წარსულში ჩახედვის საშუალებაც. რელიქტური ფონის გაჩენამდელი დროის დანახვა ჩვენ არ შეგვიძლია, მხოლოდ იმ დროინდელი ფიზიკის მიერ დატოვებული კვალის დანახვაა შესაძლებელი, რომელიც უძველეს რადიაციულ ფონზე აღიბეჭდა.

 კიდევ უფრო ადრინდელი სამყარო, პლაზმურზე უფრო უცნაურია, სტაბილური ატომები ვერ იქმნება. კიდევ უფრო ადრე, პროტონები და ნეიტრონები მათ შემადგენელ ნაწილებად არიან დეგენერირებული: კვარკები და გლიუონები. ამათ იქეთ, ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება.

 დიდი აფეთქების თეორიის რეზიუმირება ასე შეიძლება მოვახდინოთ: ყველაფერი ის, რასაც ვხედავთ, ერთ დროს ტრილიონობით გრადუსამდე გავარვარებულ ვაშლის ზომის სფერომდე იყო შეკუმშული.

 ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს, ხოლო რამდენიმე ასეული წლის წინ რომ გეთქვათ, კოცონზე დაგწვავდნენ, თან არა ეკლესია, არამედ თვითონ მეცნიერები. მაღალი ენერგიების ფიზიკის შესახებ ცოდნაზე დაყრდნობით, ჩვენ, ადრეული სამყაროს მოდელირება, მის ევოლუციაზე თვალის მიდევნება, პროგნოზირება და მისი მეცნიერული კვლევა შეგვიძლია.

 „ვაშლობის“ ეპოქაში, სამყარო წამზე მცირე ასაკისა იყო – 10-36 წმ-მდე. ამ მომენტის მერე, დაახლოებით მაინც ვიცით, როგორ ფუნქციონირებს სამყარო, გვაქვს გარკვეული ბუნდოვანი წარმოდგენა.

 ხსენებულ წამზე ნაკლები დროის ქვემოთ, ძალა, ენერგია, სიმკვრივე, ტემპერატურა ისეთი დიდი ხდება, რომ ჩვენს მიერ ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ამ ამოცანას ვერ ერევა. ძალიან ადრეული სამყაროს უმცირეს მასშტაბებში, განსაკუთრებულობას გრავიტაცია იძენს, ეს კი კვანტური გრავიტაციის საქმეა, რომლის სისტემაში მოყვანა თანამედროვე ფიზკოსებმა ვერაფრით ვერ შეძლეს. არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს, რა ემართება ძლიერ გრავიტაციას უმცირეს მასშტაბებზე(მოკლედ კვანტური გრავიტაციის პრობლემის შესახებ).

 10-36 წმ-მდე, სამყაროს ბუნება არ გვესმის. დიდი აფეთქების თეორია განსაცვიფრებლად სწორად აღწერს ყველაფერს(ადრეული სამყარო), რაც მერე იყო, რა იყო მანამდე – გაუგებარია, საერთოდ თუ აქვს აზრი სიტყვას „მდე“. უკიდურესად პატარა მასშტაბებზე, თეორიულადაც რომ წარმოგიდგენიათ იმაზე პატარა, რეალურობის კვანტური ბუნება თავისი მახინჯი სახის სრულ გამოვლენას ახდენს, ჩვენთვის ცნობილ დრო-სივრცეს ხაფანგებით, ორმოებითა და ეკლებით სავსე ჯუნგლებად აქცევს. ასეთ მასშტაბებზე, დრო-სივრცის ცნება აღარ მოქმედებს.

 რა თქმა უნდა, გარკვეული მოსაზრებებიც არსებობს, დიდი აფეთქების „ანთების“ თუ „დათესვის“ მიზეზთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ისინი წმინდა წყლის სპეკულაციაა. თუ ეს იდეები დაკვირვებებით განმტკიცდება, მაგალითად, რაიმე ანაბეჭდით რელიქტურ ფონზე, მათზე მუშაობას აზრი მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევში, ზღაპრადვე დარჩება, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რასაც ჩვენ დიდ აფეთქებამდელ სამყაროს ვუწოდებთ(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებპარალელური სამყაროს კვალი?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.