კოლაიდერის ახალი რეკორდი

 როგორი იყო დიდი აფეთქების ”ალში” გახვეული სამყარო? სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, არ გვაქვს დროის მანქანა, რომელიც ყველაფრის საკუთარი თვალით ხილვაში დაგვეხმარებოდა. რაც შეეხება თეორიებს, მათი დამტკიცება ან უარყოფა, დიდი ადრონული კოლაიდერის წიაღში წარმოქმნილი ესტრემალური პირობების შექმნით შეიძლება მოხერხდეს.

 ეროპის ბირთვული კვლევების ცენტრი აცხადებს, რომ ტყვიის იონებისგან შემდგარი მაღალი ენერგიების სტაბილური კონები იქნა მიღებული, რომლებსაც კოლიდერის მილში საწინააღმდეგო მიმართულებებით აჩქარებენ და საჭირო წერტილში ერთმანეთს აჯახებენ(საიდან იღებენ კოლაიდერში ასაჩქარებელ ნაწილაკებს?).

 ასეთი შეჯახებების დროს გამოყოფილი ენერგია, ორჯერ აჭარბებს ნებისმიერ სხვა ამაჩქარებელზე მიღებულ ენერგიას. აქ აჩქარებული პროტონების ენერგია 14 ტევ(რა არის ელექტრონვოლტი?)-ს აღწევს, ხოლო თითოეული, 82 პროტონისგან შემდგარი ტყვიის იონებისა – 1 პევ-ს(1045 ტევ.).

 ტყვიის იონების შეჯახების ადგილზე, მათი მაღალი ენერგიების გამო, უზარმაზარი ტემპერატურა მიიღება, რომელიც მზის ბირთვის ტემერატურას(~13 მლნ. გრადუსი) მეოთხედ მილიონჯერ აჭარბებს. ასეთი მაღალი ტემპერატუტა ყველაზე უფრო სტაბილურ ელემენტარულ ნაწილაკებსაც(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ) კი შლის და შეჯახების ადგილზე კვარკ-გლიუონურ პლაზმას წარმოქნის, ძალიან ცხელ სუბსტანციას, რომლითაც სამყარო, დიდი აფეთქების პირველ წამებში იყო შევსებული(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).

 მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი ექსპრიმენტებით მოპოვებული მონაცემები, სამყაროს გაჩენის პირველ მომენტებში მიმავალი პროცესები უკეთ გაგებაში დაეხმარება. ეს კი, თავის მხრივ, პასუხმგაუცემელი ფუნდამენტური ფიზიკური გამოცანების ამოხსნის საშუალებას მისცემს მათ.

 ზემოთ წარმოდგენილ სურათებზე ნაჩვენებია, თუ როგორ აღიქმება იონების შეჯახებები კოლაიდერის მრავალტონიან დეტექტორებზე – ATLAS, ALICE, LHCb და CMS.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.