გალაქტიკური პეპლები ერთ მხარეს მიფრინავენ…

 ასტრონომებმა, ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან მდებარე ასზე მეტი ნისლეული შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ამ კოსმოსური ოჯახის პეპლის ფორმის წარმომადგენლები, რატომღაც ერთნაირად არიან ორიენტირებული სივრცეში.

 სიცოცხლის ბოლოს, მზისმაგვარი ვარსკვლავები ზომებში იზრდება, თავიანთი გარე ფენების გარემო სივრცეში გამოტყორცნით. ამ დროს წარმოიქმნება ობიექტები, რომელთაც პლანეტურ ნისლეულებს უწოდებენ (თუმცა არანაირი კავშირი არა აქვთ პლანეტებთან, ძველი სახელი შემორჩა), ათასნაირი და უცნაური ფორმებით. ასეთი ნისლეულების ერთ-ერთ სახეს, ცნობილს ბიპოლარული პლანეტარული ნისლეულის სახელით, ქვიშის საათის ან პეპლის ფორმა აქვს.

 ყველა ასეთი ნისლეულები გალაქტიკის სხვადასხვა ნაწილებში ჩნდება და განსხვავებული თვისებები გააჩნია. არც ცალკეული ნისლეული, არც ვარსკვლავები, რომლებისგანაც ისინი ფორმირდება, ყველა დანარჩენ ნისლეულებზე არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს. კვლევებით დადგინდა, რომ პეპლის ფორმის პლანეტური ნისლეულების უმრავლესობა ერთნაირად არის ორიენტირებული სივრცეში.

 ასტრონომებმა, ირმის ნახტომის ბირთვში 130 პლანეტურ ნისლეულზე შეძლეს დაკვირვება და სამი სხვადასხვა ტიპის იდენტიფიცირება მოახდინეს. ”თუ სამიდან ორი ტიპის ნისლეულებს შემთხვევითი ორიენტაციები გააჩნია, მესამე ტიპის წარმომადგენლები ერთნაირად არიან ორიენტირებული სივრცეში, რაც ძალიან უცნაურია, მით უმეტეს ისეთ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, როგორიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ნაწილია” – ამბობს კვლევის თანაავტორი ალბერტ ზილსტრა, მანჩესტერის უნივერსიტეტიდან.

 ასტრონომების ვარაუდით, პლანეტური ნისლეულების უჩვეულო ორიენტაცია, შეიძლება, გალაქტიკის ცენტრში არსებული მაგნიტური ველით იყოს განპირობებული (ნისლეულები; ვარსკვლავთშორისმა ქარმა მიმართულება შეიცვალა; ვარსკვლავური ამაჩქარებელი: ზეახლების ძალა; მზის სისტემის საბაჟო:”მაგნიტური ჩქაროსნული გზები”; გველისმაგვარი ხვეულები ჩვენს გალაქტიკაში; რა არის ელექტრომაგნიტური ველი?).

2 comments

  1. შევხედე თუ არა და ერთნაირი დახრილობა ჰქონდათ ეგრევე მაგნიტური ველი გავიფიქრე მეც 😀 … იისფერი რომ აქვს ყველა ექვსივე ნისლეუს საერთო, და 4-ს აქვს კიდევ ყავისფერი , რაღაც განსაკუთრებული ჩანს ეს ორი ელემენტი და რომელი ელემენტებია ?

  2. აქ ფერები პირობითია… პლანეტარულ ნისლეულს მზისმაგვარი ვარსკვლავები წარმოქმნიან, ამიტომ მათ შემადგენელში წყალბადიდან ნახშირბადის ჩათვლით თუ იქნება ელემენტები, უფრო მძიმეებს სხვა ტიპის ვარსკვლავები ქმნიან….

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.