ძვირფასო უცხოპლანეტელებო!

 რა დარჩება ადამიანთა ცივილიზაციისგან მილიარდობით წლის შემდეგ? პირამიდები მტვრად იქცევა, ისევე, როგორც ჩვენი ტექნოლოგიები და თავად ჩვენ. დედამიწა შესაძლოა უნაყოფო უდაბნოდ გადაიქცეს, კონფლიქტის გზით განადგურდეს, ეკოლოგიური კატასტოფებით, ან სულაც ასტეროიდმა შეიძლება გაანადგუროს, მაგრამ ნუ იდარდებთ, რაც არ უნდა მოხდეს, რაღაც მაინც დარჩება ჩვენი მემკვიდრეობიდან, დედამიწაზე თუ არა, კოსმოსში მაინც, კაცობრიობის მემორიალი -ისტორია, კულტურა, ბუნება, ხელოვნება, მთელი პლანეტის ისტორია, ყველაფერი ეს ერთ ოქროს დისკზე ასახეს და კოსმოსში გაუშვეს(ოქროს ჩანაწერი). კარგია ამაზე წინასწარ რომ ვიზრუნეთ, მაგრამ ჯერ ხომ კიდევ დიდი ხანი ვიარსებებთ, ხოდა ჯობია იქამდე მივაწვდინოთ ხმა უცხო ცივილიზაციებს, სანამ არსებობას შევწყვეტთ. გავაუმჯობესოთ ტექნოლოგიები და აღმოვაჩინოთ ახალი დედამიწები. იქნებ ამ ხნის განმავლობაში დაგვდონ პატივი და თავად ისინი გვესტუმრონ, ჩვენ ხომ ყველაზე სტუმართმოყვარე ქმნილებები ვართ(დედამიწა).
მსგავსი შინარსის წერილები და კითხვები უცხოპლანეტელებზე თითქმის ყოველ მეხუთე ადამიანს აინტერესებს, წერენ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ბავშვები. შტატების სკოლებში ამ თემაზე კონსკურსი ბავშვებს მოუწყვეს, მათაც მიწერეს წერილი უცხოებს. წერილების შინაარს მოკლედ ავღწერ და იქნებ რომელიმე კეთილისმოსურნე უცხოპლანეტელი გამოეხმაუროს, ვინ იცის :).
ძვირფასო უცხოპლანეტელებო, ჩვენ დედამიწიდან ვართ, ჩვენ ძალიან ლამაზი ლურჯი პლანეტა გვაქვს, სადაც არის წყალი, ხმელეთი და ატმოსფერო. ზოგი დედამიწასა და ადამიანებს აღწერს, ზოგიც დახმარებას თხოვს, რომ გადაარჩინონ ჩვენი პლანეტა, ომებისგან, დაბინძურებისგან და სხვა უამრავი გაჭირვებისგან. ზოგს აინტერესებს, როგორ გამოიყურება მათი სამყარო, აქვთ თუ არა მათ შოკოლადი ან კოკა კოლა :). ამ წერილებიდან 8 საუკეთესო ასეთი შინაარსისაა: ჩვენ ადამიანები ვართ და გვაინტერესებს მართლა თუ არსებობთ, ჩვენთან თუ მოხვალთ არაფერს გავნებთ, პირიქით, იქნებ საერთო ენაც გამოვნახოთ და დავმეგობრდეთ. ჩვენ ადამიანები გვქვია და თითოეული ადამიანი განსხვავებულია ემოციებით, გარეგნობით, გემოვნებით. ადამიანებს ბევრი საინტერესო რამ აქვთ, ადგილებს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნებს ვუწოდებთ, ხანდახან მათთან კამათი მოგვდის, რასაც მოყვება ომი. ზოგი კი ასე წერს: ძვირფასო უცხოპლანეტელო, მაპატიე, რომ ასე მოგმართავ, ვიცი შენც გაქვს სახელი, როგოც ჩვენ, მაგრამ დედამიწელები ასეთ არსებებს უცხოებს ვუწოდებთ. გიწვევთ ჩვენს ლამაზ პლანეტაზე. სანამ ბავშვები წერილებს წერდნენ, მეცნიერები მუშაობდნენ საკითხზე თუ როგორ გაეგზავნათ გამარჯვებული წერილებიდან საუკეთესო კოსმოსში. 1950 წელს შეერთებული შტატების არმია სწავლობდა, თუ როგორ გამოეყენებინა მთვარიდან არეკლილი რადიოსიხშირული ენერგია, თუმცა მაშინ ეს გეგმა უარყოფილ იქნა, რადიო ოპერატორმა ნედ სტრინსმა ეს გეგმა გააცოცხლა. გეგმა კი ასეთია: მთვარისკენ მიმართული მაღალსიხშირიანი გადამცემი ანტენა, სიგნალებს მთვარის ზედაპირისკენ გაუშვებს და მისგან არეკლილი ძალიან პატარა ენერგია კოსმოსურ სივცეში ყველა მიმართულებით გავრცელდება. რამდენად იმუშავებს ეს გეგმა უცნობია, მაგრამ პატარების მიერ დაწერილი – წერილები უცხოებს, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა(ანომალური მოვლენები; სინამდვილე და გამონაგონი – „ქვეყნიერების დასასრული 2012“; ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.