ვარსკვლავური ამაჩქარებელი: ზეახლების ძალა

 ასტრონომები საუკუნეა კოსმოსურ სხივებს იკვლევენ და მათი წარმომავლობის დადგენას ცდილობენ. მაღალი სიჩქარით მოძრავი დამუხტული ნაწილაკების კვალზე უკუმიმართულებით თვალის მიდევნება ძალიან ძნელია: ისინი გალაქტიკური მაგნიტური ველების ზემოქმედებით სხვადახვა მიმართულებებით გადაიხრებიან, ამიტომ კოსმოსის რომელი წერტილიდან მოვიდნენ გაურკვეველი რჩება.

 „ეჭვმიტანილებად“ ზეახლების ნარჩენები დიდი ხანია ითვლებიან: ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ მათ სწრაფ გაფართოებას დარტყმითი ტალღის წარმოქმნა შეუძლია, რომელიც, ეხლება რა შემომფარგლავ ვრსკვლავთშორის გაზებს, იქ უკვე არსებულ მაგნიტურ ველებს აძლიერებს. ამ ფრონტთან ურთიერთქმედების მერე პროტონები შეიძლება კიდევ უფრო აჩქარდნენ და გაასწრონ მას, ან უკან გადაიხარონ მაგნიტური ველისვე ზემოქმედებით. ზოგიერთი ნაწილაკი ამ ველში აქეთ-იქეთ ქროლას ათასობით წელი აგრძელებს და იმდენ ენერგიას აგროვებს, სანამ ამ ველების გადძლევას და უკვე კოსმოსური სხივების სახით „გაქცევას“ არ შეძლებს.

 ეს ვარაუდი ორი ახალი კვლევით დამტკიცდა.

 ერთ-რთი მათგანის მსვლელობის დროს მეცნიერებმა გამოიყენეს მეთოდი, რომელიც ზეახლების ნარჩენებში მაღალენერგიული პროტონების ირიბად დაფიქსირების საშუალებას იძლევა. ასეთი პროტონების ხვა ნაწილაკებთან შეჯახებისას წარმოიქმნებიან ნეიტრალური პიონები  – ისინი ძალიან მცირე ხანს ცოცხლობენ და ორ გამა-კვანტებად(კვანტი; ატომი) იშლებაინ. ორბიტალური გამა-ტელესკოპის „ფერმის“ საშუალებით პიონების დაშლისათვის დამახასიათებელი გამა-კვანტების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა წყაროები ზეახლების IC 443 და W44-ის ნარჩენები არიან, დედამიწიდან 10 000 სინათლის წლის მანძილზე(გამა-კვანტებს მუხტი არ გააჩნიათ, ამიტომ ელექტრომაგნიტური ველი მათი მოძრაობის მიმართულებას ვერ ცვლის). შედეგები ეთანხმება მონაცემებს, რომლებიც ადრე მეცნიერებმა იტალური კოსმოსური აპარატის „აგილეს“ საშუალებით მიიღეს.

 მეორე კვლევის ავტორები დაკვირვებებს სპექტრის ხილულ ნაწილში ახდენდნენ, რომელსაც ერთ-ერთი ზეახლის ნარჩენში შემავალი წყალბადის ატომები ასხივებდნენ. მათ გამოსხივების სპექტრის მიხედვით ამ ატომების სიჩქარეები დაადგინეს და დაასკვნეს, რომ ბევრი მათგანი ერთეული პროტონებისგან არიან გაჩენილნი, რომლებმაც მაგნიტურ ველში აჩქარების მერე სხვა ატომებს ელექტრონები „წაართვეს“.

 კოსმოსური სხივების გაჩენის წარმოდგენილი ვარიანტი სამყაროში ერთად-ერთი არ იქნება. ასტრონომები პროტონების ასეთი აჩქარების მექანიზმების კვლევას და მაღალენერგიული დამუხტული ნაწილაკების ახალი წყაროების ძებნას აგრძელებენ.

httpv://www.youtube.com/watch?v=eE8QkBlyf5k

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.