გალაქტიკის ასაკის ყავისფერი ჯუჯები

 მზის მახლობლად 10 მილიარდი წლის ასაკის ობიექტებია აღმოჩენილი(Monthly Notices of the Royal Astronomical Society), რაც ასტრონომთა აზრით, მათნაირი უძველესი ობიექტების მრავალრიცხოვანი პოპულაციების არსებობის შესახებ მეტყველებს.

 ასტრონომთა ჯგუფმა დევიდ პინფილდის ხელმძღვანელობით ჰართფორდშირის უნივერსიტეტიდან(დიდი ბრიტანეთი), ინფრაწითელი დიაპაზონის ტელესკოპის WISE(1)-ეს დახმარებით, ჩვენს გალაქტიკაში ორი უძველესი ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინა. ეს სუბვარსკვლავური ობიექტები პლანეტებზე მასიურები არიან, მათ სულ ცოტა დააკლდათ იმისათვის, რომ წიაღში თერმობირთვული რეაქციები დაწყებულიყო და წითელ ჯუჯბად გადაქცეულიყვნენ. ჩვეულებრივ, მათი ტემპერატურა დახლოებით 1000 გრადუსს უტოლდება. გაცივებასთან ერთად ტემპერატურის ვარდნა მუხრუჭდება და მათ შორის ყველაზე მასიურები საკმაოდ ცხელები მილიარდობით წლის განმავლობაში რჩებიან(WISE-მ ახლოს მყოფი ყავისფერი ჯუჯები აღმოაჩინა).

 ორივე ობიექტი მზის მახლობლად აღმოაჩინეს, თუმცა მათი სიჩქარეებისა და მოძრაობის მიმართულებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ თავიანთი წარმოუდგენლად ხანგრძლივი სიცოცხლე გალაქტიკური დისკოდან შორს გაატარეს, როგორც გამოსახულებაზეა წარმოდგენილი.

 ახლად აღმოჩენილი ჯუჯების ტემპერატურა სულ რაღაც 250–600 გრადუსია ცელსიუსით, რაც მათი არსებობისა და გაცივების ძალიან დიდ დროზე მეტყველებს(ყველზე ცივი ყავისფერი ჯუჯა). ორივე ვარსკვლავს – WISE 0013+0634 თევზების თანავარსკვლავედში(2) და WISE 0833+0052 ჰიდრაში(3), წყალბადით მდიდარი ატმოსფეროები გააჩნიათ, ხოლო უფრო გვიანდელი ვარსკვლავების ატმოსფეროთათვის დამახასიათებელი მძიმე ელემენტები(ასტრონომები წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს მეტალებს უწოდებენ), იქ საერთოდ არ არის. ასეთი სიტუაცია მხოლოდ შორეულ წარსულში თუ აეწყობოდა, როცა ვარსკვლავებმა მძიმე ელემენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ ვერ შეაგროვეს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ორივე ჯუჯას ასაკი 10 მლრდ. წელს შეიძლება აღწევდეს: რაც მათ თანატოლებად აქცევს გალქტიკისა, რომელიც იმ დროს ძალიან ახალგაზრდა და ნაკლებად მასიური იყო(ირმის ნახტომის ევოლუცია სხვა გალაქტიკების მიხედვით).

 ჯუჯებამდე ზუსტი მანძილების დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, დაახლოებით 18-55 პარსეკი(59-179 სინათლის წელი) WISE 0013+0634-თვის და 19-37 პარსეკი(62-121 სინ. წელი) WISE 0833+0052-ის სემთხვევაში. მთლიანობაში, ძალიან ახლო მეზობლობაზეა საუბარი: გალაქტიკური მასშტაბებით, ორივე ჯუჯა, ასე რომ ვთქვათ, აქვე არიან(ერთბაშად ორი).

 პინფილდი აღნიშნავს: ”ახალგაზრდა ყავისფერი ჯუჯებისაგან განსხვავებით, ხნიერები ძალიან სწრაფად მოძრაობენ – 100–200 კმ/წმ-ში(თუმცა გალქტიკიდან გასვლას ისინი ვერ მოახერხებენ, მეოთხე კოსმოსური სიჩქარე(4) გაცილებით მაღალია). ასეთი ”სიცქვიტე” საკმაოდ უჩვეულოა, ხოლო მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველი. ეს წყვილი, აისბერგის მხოლოდ წყლის ზედა ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს”.

 საქმე იმაშია, რომ მზის მახლობლად მყოფი ვარსკვლავები უხეში დაყოფით სამ ჯგუფად შეიძლება გაიყოს: ისინი, რომლებიც თხელ დისკოში არიან, ადგილობრივი ჯგუფის ცნობილი ვარსკვლავების 97%, სქელი დისკოს დასახლება და ჰალო(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები), რომლებიც მთლიანობაში მნათობთა 3%-ს შეიცავენ. ორივე ახალი ჯუჯა ჰალოს ეკუთვნიან, უკიდურეს შემთხვევაში სქელ დისკოს, რომლის ვარსკვლავები თხელი ნაწილისაზე გაცილებით ხნიერები არიან(მათუსალას ვარსკვლავის შესახებ).

 ითვლება, რომ ყავისფერ ჯუჯათა პოპულაცია სტატისტიკურად ვარსკვლავურს უნდა შეესაბამებოდეს, ორი ასეთი ჯუჯას სქელ დისკოში აღმოჩენა მზესთან ახლოს იმას ნიშნავს, რომ  დისკოს თხელ ნაწილში მათი რაოდენობა 10-ჯერ მეტი შეიძლება იყოს. თუ ორივე ჰალოს ეკუთვნიან, კიდევ უფრო ნაკლებად დასახლებულს ვარსკვლავებითა და სუბვარსკვლავური ობიექტებით, მაშინ გალაქტიკაში ყავისფერ ჯუჯათა რაოდენობა უზარმაზრი იქნება. თუ მათი რაოდენობა, როგორც ახლაა მიღებული, ირმის ნახტომში სულ 70 მილიარდია, მაშინ უნდა გაირკვეს, რატომ არის მათი რაოდენობა დისკოს სქელ ნაწილში მეტი და რა გამომდინარეობს ადგილმდებარეობის ასეთი ”არჩევითობიდან”(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.