WISE-მ ახლოს მყოფი ყავისფერი ჯუჯები აღმოაჩინა

 მზიდან 30 სინათლის წლის მანძილზე ასტრონომებმა რამდენიმე ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინეს.

 ამიერიდან ასტრონომებმა კიდევ უფრო მეტი იციან ახლო კოსმოსის შესახებ. მათ ახლახანს პატარა ყავისფერი ჯუჯების ახალი პოპულაცია ინფარაწითელი დიაპაზონის ტელესკოპის WISE-ს საშუალებით დააფიქსირეს.

 ეს ყავისფერი ჯუჯები ჩვენი ცენტრალური ვარსკვლავის გარშემო იმყოფებიან.

 შეგახსენებთ, რომ ”ყავისფერი” ან როგორც მათ კიდევ უწოდებენ ”რუხი ვარსკვლავები”(იგივე ”სუბვარსკვლავები” ან ”ქიმიური ვარსკვლავები”) სუბვარსკვლავური ობიექტები არიან, მზის 0,012-0,0767 მასებით. როგორც ვარსკვლავებში, მათშიც მიდის თერმობირთვული რეაქცია, თუმცა მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებისგნ განსხვავებით მათ გამოსხივებით ენერგიის დანაკარგის კომპენსირება არ შეუძლიათ, სწრაფად ცივდებიან და პლანეტისმაგვარ ობიექტებად იქცევიან. მათში ასევე არ არის ენერგიის სხივური გადატანის ზონებიც – სითბოს გადატანა აქ მხოლოდ კონვექციის ხარჯზე ხდება, რაც სიღრმის მიხედვით მათი ქიმიური შემადგენლობის ერთფეროვნებას განაპირობებს.

 მაშ ასე, ჩვენი მზე გალაქტიკის ერთ-ერთ სპირალურ მკლავში იმყოფება, ოდნავ წანაცვლებული ცენტრის მიმართ. ის ირმის ნახტომის საკმაოდ წყნარ რეგიონში ”ცხოვრობს”, ჩვენებურად, ეს რეგიონი პატარა ქალაქს ან სოფელს შეიძლება შევადაროთ. ჩვენი ცენტრალური ვარსკვლავის მახლობლად რეზიდენტების გარკვეული რაოდენობაა. თუმცა, ახლახანს ნასას ასტრონომებმა რეგიონის აქამდე უცნობი ახალი რეზიდენტები აღმოაჩინეს, ყავისფერი ჯუჯები.

 ასევე გაირკვა, რომ ეს ჯუჯები დღეისათვის ცნობილ ყავისფერ ჯუჯათა შორის ყველაზე უფრო ცივები არიან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.