დიდი ზომის კოსმოსური სხეულების ვარდნა საკმაოდ არასასიამოვნო პროცესებს იწვევს დედამიწაზე, მათ შორისაა სახეობათა მასიური გადაშენებები. ამ დროისათვის დაგროვებული მონაცემების მიხედვით, ასეთი შეჯახებები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ითვლებოდა. ეს პერიოდულობა კი 35 მილიონ წელს უნდა უტოლდებოდეს(დინოზავრები მაინც ასტეროიდმა დახოცა…).
ამის მიზეზი კომეტური და მეტეორიტული ბომბარდირების გაძლიერება უნდა იყოს, ოორტის ღრუბლის აქტიურობის მატების გამო(მოკლედ მზის სისტემის შესახებ; საშიშროება კოსმოსიდან).
ამ მონაცემებმა ინტერპრეტაციათა ორი სახე გააჩინა. პირველი – „ნემესიდას ჰიპოთეზა“, რომლის მიხედვით, მზეს აქამდე აღმოუჩენებლი კომპანიონი ჰყავს – განსაკუთრებით მკრთალი ვარსკვლავი(ნაკლებად შესაძლებელი ვარიანტი) ან ყავისფერი ჯუჯა(უფრო რეალური). თუმცა მსგავსი არაფერი არ არის აღმოჩენილი, რის გამოც ეს ჰიპოთეზა, დაკვირვებებისათვის საჭირო საშუალებების ამ ეპოქაში, სერიოზული განხილვის საგანი ვერ იქნება(70 ათასი წლის წინ, მზის სისტემას ორი ვარსკვლავი მოუახლოვდა).
მეორე ახსნა, მზის სისტემის გზაზეა დაფუძნებული გალაქტიკურ დისკოში – შესქელებული სტრუქტურა, რომელიც სპირალური გალაქტიკისთვის დამახასითებელი ჩვეულებრივი მატერიის თავმოყრის ძირითადი ადგილია. მისი სიმკვრივე ექსპონენციალურად ეცემა, უკვე სამასი პარსეკის(980 სინ.წ.) მოშორებით, გალაქტიკური დისკოს ქვემოდან და ზემოდან, თითქმის არაფერი არ არის. უფრო ზუსტად, არაფერი ჩვეულებრივი. ბნელი მატერია დისკოდ არ „ბრტყელდება“, რადგან არ ასხივებს, ამიტომ ძალიან სუსტად ცივდება, რის გამოც გალაქტიკის სფეროიდალური ფორმის ჰალოდ რჩება, რომლის სიმკვრივე ნელ-ნელა მცირდება – 20 კილოპარსეკის მანძილამდე ირმის ნახტომის ცენტრიდან(დედამიწა ბნელი მატერიის ჰალოშია ჩაფლული?).
ჩვეულებრივი მატერიის გალაქტიკური დისკო, კვლევის ავტორთა აზრით, შეიძლება გარკვეული ტიპის ბნელი მატერიის კიდევ უფრო თხელ ფენას შეიცავდეს, რომელსაც ფოტონების ბნელი ანალოგის გამოსხივება შეუძლია(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).
თხელ დისკოში მზის სისტემის ზემოთ-ქვემოთ მოძრაობამ ოორტის ღრუბლის შეშფოთება და შესაბამისად, ასტეროიდულ-კომეტური წვიმები შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა ასეთი შეშფოთებების მექანიზმზე არაფერია ნათქვამი.
ახალ ნაშრომში, ლიზა რენდელმა და მეთიუ რისმა, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან(ა.შ.შ.), ბნელი მატერიით ოორტის ღრუბლის პერიოდული არასტაბილურობის მექანიზმი წარმოადგინეს.
მართალია, ბნელი მატერიის ძირითადი ნაწილი გალაქტიკურ ჰალოშია და გამოსიხვებით გაცივებისა და ბრტყელი დისკოს წარმოქნის ტენდენციებს არ აჩვენებს, ის, თანამედროვე კვლევების მიხედვით, ნაწილაკთა მთელი რიგით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, თვლიან მეცნიერები. მათი მცირე ნაწილი კი ისეთივე ურთიერთქმედებაში შეიძლება შედიოდეს, როგორშიც ჩვეულებრივი მატერია. ასეთ შემთხვევაში „ბნელი ფოტონები“ ბნელი მატერიის ზოგიერთი ნაწილაკის ენერგიის გაფანტვას შეძლებენ, რასაც განსაკუთრებულად თხელი დისკოს წარმოქნა მოჰვება თან – უფრო თხელის, ვიდრე ჩვეულებრივი მატერიის დისკოა, რადგან ბნელი მატერიის დიდი ნაწილი დისკოსში ვერ მოხვდება. ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება ითქვას, არსებობს თუ არა ის, რადგან დამზერის საშუალებები(ტელესკოპი „გაია“) ამას წლების მერე გვეტყვიან.
თუ ასეთი „განსაკუთრებულად თხელი დისკო“ არსებობს, მან მძლავრი მოქცევითი ძალები უნდა წარმოქმნას, რომლებიც გალაქტიკის ყველა პლანეტარულ სისტემაზე იმოქმედებენ, ჩვენის ჩათვლით. კონკრეტულად რომ ვთქვათ, გამოთვლებიდან გამომდინარეობს, რომ თუ ბნელი მატერიის მინი-დისკოს სომკვრივე ათი მზის მასას უტოლება კვადრატულ პარსეკზე(1 პსკ = 3,26 სინ.წ.), მაშინ მისი ზემოქმედება, მზის სისტემის ზემოთ-ქვემოთ მოძრაობისას ჩვეულებრივი მატერიის ზემოქმედებით, ასტეროიდულ-მეტეორიტული „მიქცევებისა“ და „მოქცევების“ გამოსაწვევად სრულიად საკმარისი იქნება, მზის სისტემის მიერ უხილავი დისკოს გადაკვეთის დროს.
ნაშრომის ავტორთა თქმით, 20 კილომეტრის დიამეტრის კრატერების შესახებ არსებული მონაცემების ბაზის მიხედვით, მათი განსაკუთრებულად ხშირი გაჩენის პერიოდულობა 35 მლნ. წელიწადს უტოლდება, რაც მზის სიტემის მიერ ჰიპოთეტური დისკოს გადაკვეთის პერიოდულობას ემთხვევა.
გალქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობისას, მზე, გალქტიკური დისკოს მიმართ, პერიოდულად ხან ზემოთ ადის, ხანაც ქვემოთ ეშვება.
კვლევას ორი ძირითადი პრობლემა აქვს: 35 მლნ. წელიწადში ერთხელ მსხვილი ასტეროიდული შეჯახების ვარიანტს, მხოლოდ რამდენიმეჯერ მეტი ალბათობა აქვს ვარიანტზე, როცა ასეთი პერიოდულობა არ არის. ანუ მკაცრად მენციერული თვალსაზრისით, ეს, არასამკარისად სარწმუნო ახსნაა. მეორე პრობლემა: ავტორებმა მხოლოდ უკანასკნელი 250 მლნ. წელი განიხილეს, რადგან უფრო ძველი კრატერების აღმოჩენა ძალიან ძნელია(ასტროჭრილობები). ეს კი მზის სისტემისთვის ერთი გალაქტიკური წელიწადია, თან არც მონაცემთა მოცულობაა იმდენი, რომ მასზე დაყრდნობით მთელი ჩვენი სისტემის ისტორია დავწეროთ.
მეორეს მხრივ, ავტორები მართლები არიან, აღნიშნავენ რა, რომ „გაიას“ დაკვირვებები გალქტიკური დისკოს ვარსკვლავების სიჩქარეებსა და ტენდენციებზე კინემატიკაში, ამ თეორიის დამტკიცებაში ან უარყოფაში დაგვეხმარება(კიდევ ბნელი მატერიის შესახებ).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=0Rt7FevNiRc