ბნელი მატერია სამყაროს სამგანზომილებიან რუკაზე

  ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო კონსორციუმის ძალისხმევით, სამყაროს ნაწილის ყველაზე უფრო დეტალური რუკა იქნა შედგენილი, 1,2 მილიონი გალაქტიკით მასზე. ფართობი, რომელსაც ეს რუკა მოიცავს 650 მილიარდი კუბური სინათლის წელია. გალაქტიკების ასეთი ზუსტი ადგილმდებარეობის ცოდნით, მენციერები ბნელი მატერიის(ვრცლად) როლზე და მის ამოუცნობ ბუნებაზე კიდევ უფრო მეტის გაგებას შეძლებენ.

ruka galaxy 3d cgrilshi ამ რუკის შექმნაზე მუშაობა 5 წელზე მეტი გაგრძელდა, ცის სლოანისეული დამზერის ჩარჩოებში(SDSS-III), რომელიც კიდევ უფრო გლობალური პროექტის – Oscillation Spectroscopic Survey (BOSS – ოსცილაციების სპექტროსკოპული დამზერა), ნაწილია. გამოსახულებები, რომლებიც SDSS-III-ით მიიღება, სხვადასხვა ფილტრებით გადაღებული ფოტოების სინთეზითა და წითელი წანაცვლების სპექტროსკოპული ანალიზით მიიღება. მთავარ ინსტრუმენტს კი აპაჩი პოინთის ობსერვატორიაში მდებარე(ნიუ-მექსიკო) 2,5 მეტრიანი ოპტიკური ტელსკოპი წარმოადგენს.

 ასტრონომების ძალისხმევა წითელი წანაცვლების დაზუსტებაზეა მიმართული, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა დამზერადი ობიექტები ძალიან მაღალი სიჩქარით გვშორდება. მათ მიერ გამოსხივებული სინათლე, დოპლერის ეფექტის გამო, სპექტრის წითელი ნაწილისკენ არის წანაცვლებული, რითაც სამყაროს გაფართოების პროცესის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

 სამყაროს აჩქარებული გაფაქრთოების მიზეზად ე.წ. ბნელი ენერგია გვევლინება. გალაქტიკები, განიცდიან რა ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის ზემოქმედებას, გარკვეული მიმართულებებითა და სიჩქარეებით მოძრაობენ. მეცნიერები, გალაქტიკათა მოძრაობის პარამეტრების დაზუსტებით, ჩვენთვის ხილული სამყაროს ნაწილში არსებული ბნელი მატერიისა და ჩვეულებრივი მატერიის რაოდენობას გებულობენ.

 ”სამყაროს შემადგენელის 69% ბნელ ენერგიაზე მოდის. მისი დომინირება სამყაროს მომავალ განვითარებას განსაზღვრავს. თუ გაფართოება ასეთივე ტემპით გაგრძელდა, სინათლის სიჩქარის ზღვრულობის გამო, გარკვეული დროის მერე სხვა გალატიკებს ვეღარ დავინახავთ ” – ამბობს დევიდ შლეგელი(BOSS-ის ხელმძღვანელი).

 სამყაროს ბარიონული ოსცილაციები(ატომი), წყლის ზედაპირზე გაჩენილ წრეებს ჰგავს, ოღონდ ერთნაირი რადიუსებით. ეს ოსცილაციები აკუსტიკური ტალღების კვლებია, რომლებიც ადრეულ სამყაროში იმ მომენტამდე ვრცელდებოდა, სანამ კოსმოსი გამჭვირვალე გახდა(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ). აკუსტიკური ტალღები, რომლებიც სივრცეში ტემპერატურის კრიტიკულ დონემდე დაწევის მერე დარჩა, არაერთგვაროვნებებს მისცა დასაბამი, რომლებიც შემდეგ გალაქტიკურ გროვებად ევოლუციონირდა.

 ”ფარდობითობის ზოგადი თეორიის(ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები) პარამეტრების დაზუსტება და გადამოწმება, შედარებით ახლო მანძილებზე ხდება, ათასობით და მილიონიბით კილომეტრის მანძილზე, მზის სისტემის ფარგლებში. ახალი რუკა კი გრავიტაციულ ძალაზე თვალის მიდევნების საშუალებას, ზემოთ ხსენებულზე მილიარდობითჯერ მეტ მასშატბებზე გვაძლევს. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, სხვადახვა მასშტაბებზე ის განსხვავებულად მოქმდებს, მაგრამ მხოლოდ ერთსა და იმავე ძალებს ვხედავთ, რომლებიც ალბერტ აინშტაინმა თავიდანვე აღწერა” – ამბობს შლეგელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *