მზეს თუ 150 მილიონი კილომეტრის მანძილიდან შევხედავთ, ისეთს დავინახავთ, როგორიც ის 8 წუთისა და 20 წამის წინ იყო. ასე იმიტომ ხდება, რომ სინათლე არა მყისიერად, არამედ სინათლის სხივის სიჩქარით ვრცელდება 🙂 . სწორედ ეს დროა საჭირო, რომ სინათლემ დედამიწა-მზეს შორის მანძილი, ხსენებული 150 მილიონი კილომეტრი გაიაროს. გრავიტაციის შემთხვევაში? როგორც ნიუტონის თეორია გვეუბნება, მიზიდულობის ძალა მყისიერ მოვლენას წარმოადგენს დამ სამყაროს ყველა ობიექტებს შორის, უზარმაზარ მანძილებზე, ერთდროულად ვრცელდება (სინათლის სიჩქარე).
მართლაც ასეა ეს? მზე რომ მომენტალურად გამქრალიყო, დედამიწა მაშინვე წრფივად დაიწყებდა მოძრაობას თუ 8 წუთისა და 20 წამის მერე? ფარდობითიობის ზოგადი თეორიის (ფზთ) მიხედვით, პასუხი მეორე ვარიანტთან უფრო ახლოა, რადგან არა მასა განაპირობებს გრავიტაციას, არამედ დრო-სივრცის გამრუდება – მასში მოქცეული მეტერიისა და ენერგიის ჯამი. მზე რომ გაქრალიყო, სივრცე არა გამრუდებული, არამედ ბრტყელი გახდებოდა, თუმცა ეს ტრანსფორმაცია მყისიერი არ არის. დრო-სივრცე ქსოვილია, ასეთი გადასვლა მასში, ”გადადინების” მსგავსი იქნებოდა, როგორც წყალში ჩაგდებული ქვა აჩენს ტალღებს.
ამ ტალღის გავრცელების სიჩქარე, როგორც ყველა სხვა სიჩქარეებისა ფზთ-ში, მისი ენერგიითა და მასით დგინდება. იმის გამო, რომ გრავიტაციულ ტალღას არ გააჩნია მასა, მაგრამ გააჩნია ენერგია, ის სინათლის სიჩქარით უნდა ვრცელდებოდეს. ანუ, დედამიწა არა იმ ადგილით მიიზიდება, სადაც მზე მდებარეობს, არამედ იმ ადგილით, სადაც მზე 8 წუთზე ცოტა მეტი ხნის წინათ იყო.
აინშტაინისა და ნიუტონის თეორეიბს შორის განსხვავება მხოლოდ ამაში რომ იყოს, დავასკვნიდით, რომ აინშტაინი შეცდა. პლანეტების ორბიტების შესახებ ინფორმაცია მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისიდან გროვდებოდა და კარგად არის შესწავლილი (იოჰან კეპლერი და მისი კანონები). გრავიტაცია რომ უბრალოდ მზის მდებარეობის ადგილისკენ იზიდავდეს პლანეტებს, მაშინ გამოთვლილის მიხედვით დადგენილი მათი მდებარეობები, განსხვავებული იქნებოდა სინამდვილისგან. ნიუტონისეული კანონები გრავიტაციის ისეთი წარმოუდგენელი სიჩქრითა და სიზუსტით გავრცელებას მოითხოვს, რომ მარტო ამ შეზღუდვის შემთხვევაში მისი სიჩქარე, სინათლისაზე 20 მილიარდჯერ მეტი იქნებოდა.
აღსანიშანვია, რომ ცვლილებები გრავიტაციულ ველში (ზღვრული სიჩქარის გრავიტაციის შემთხვევაში) და ურთიერთქმედებათა სიჩქარეებზე დამოკიდებულებით გამოწვეული ეფექტები, თითქმის ზუსტად თანასწორდება. სწორედ ამ წონასწორობაში არსებული უზუსტობები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომელი თეორია უფრო შეესაბამება ჩვენს სამყაროს: ნიუტონისეული ”უსასრულო სიჩქარის გრავიტაცია” თუ აინშტაინისეული ”სინათლის სიჩქარით გავრცელებადი გრავიტაცია”. თეორიულად, ვიცით, რომ ელექტრომაგნიტური (იგივე სინათლე) და გრავიტაციული (მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?) ძალები ერთი სიჩქარით ვრცელდება, მაგრამ მზის გრავიტაცია ძალიან სუსტია იმისათვის, რომ ამ ეფექტების გაზომვა მოვახერხოთ. მუდმივ გრავიტაციულ ველში, მუდმივი სიჩქარით მოძრავ სხეულზე რაიმე ეფექტების დამზერა საერთოდ შეუძლებელია. იდეალურის შემთხვევაში, დაგვჭირდებოდა სისტემა, რომელშიც მასიური ობიქტი ცვალებად გრავიტაციულ ველში, ცვალებადი სიჩქარით იმოძრავებდა. მოკლდე რომ ვთქავთ, მჭიდრო სისტემა, შემდგარი ერთმანეთის გარშემო მოძრავი ვარსკვლავური ნარჩენებისგან, რომელთაგან ერთ-ერთი ნეიტრონული ვარსკვლავია.
ბრუნვასთან ერთად, ნეიტრონული ვარსკვლავები პულსირებენ და ეს იმპულსები მაშინ დაიმზირება, როცა ნეიტრონული ვარსკვლავის პოლუსი დედამიწისკენ მობრუნებული აღმოჩნდება ხოლმე. აინშტაინისეული გრავიტაციის თეორია იმდენად მგრძნობიარეა სინათლის სიჩქარის მიმართ, რომ ბინარული სისტემის (ჰალს-ტეილორისეულ პულსართა წყვილი – PSR1913+16 (1980 წელი) პირველად აღმოჩენისთანავე, გრავიტაციისა და სინათლის სიჩქარეთა შედარება 0,2 პროცენტიანი ცდომილებით მოხერხდა.
რა თქმა უნდა, პირდაპირი დამზერა ეს არ არის. მოხერდა სხვა ტიპის ირიბი დამზერაც, როცა დედამიწა, იუპიტერი და ერთ-ერთი მძლავრი კვაზარი (QSO J0842+1835), ხედვის ერთ ხაზზე გამწკრივდა. დედამიწასა და კვაზარს შორის მოძრავი იუპიტერის მიერ გამოწვეული გრავიტაციული გამრუდებით, მიზიდულობის უსასრულო სიჩქარით გავრცელება გამოირიცხა (2,55 х 103-დან 3,81 х 103-მდე კილომეტრი წამის ფარგლებში), რაც აინშტაინის მიერ ნავარაუდევს ბოლომდე შეესაბამება.
გრავიტაციული ტალღის სიჩქარის პორდაპირი გაზომვა, ამ ტალღების პირდაპირი აღმოჩენითაც შეიძლება, თან გასულ წელს LIGO-მ ხომ აღმოაჩინა ისინი (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე). სამწუხაროდ, დადგენილი არ არის, ზუსტად სადიან მოვიდა ეს ტალღები (”ფერმი” გრავიტაციული ტალღების წყაროს ეძებს).
მიუხედავად ამისა, დღევანდელი დღისთვის არსებული მონაცემები, მიღებული პულსართა იშვიათ სისტემებზე დაკვირვებით, გვეუბნება, რომ გრავიტაციის სიჩქარე 2,993 х 108-დან 3,003 х 108-მდე მეტრი წამის ფარგლებში უნდა იყოს, რაც სრულიად შეესაბამება ფზთ-ს, გრავიტაციის ალტერნატიულ თეორიებს კი არა (ბოდიში ისააკ 🙂 მსოფლიო მიზიდულობის ძალა; ნიუტონის კანონები; ფარდობითობის თეორია; ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები).