სატურნი და მარსი სტუმრად ირმის ნახტომის ვარსკვლავურ ღრუბლებთან

 ამ შთამბეჭდავ ფოტოზე ყველაფერია: პლანეტები, ვარსკვლავები, ნისლეულები, გალაქტიკა. ჩვენს სახლთან ყველაზე უფრო ახლოს ორი პლანეტა განლაგებულა: მარსი(მარჯვნივ) და სატურნი(ცენტრში), ვხედავთ, როგორც ორ ელვარე ნარინჯისფერ წერტილს ფოტოს ზედა ნაწილში. ცენტრიდან მარჯვნივ, გველისმჭერის ρ-ს ულამზესი ვარსკვლავური ღრუბლებია(ბნელი მდინარე), კაშკაშა ნარინჯისფერი ანტარესით მარსის ქვეშ. მოწითალო მანათობელი და ამრეკლი ნისლეულებიც ვარსკვლავურ ღრუბლებს შერევია. ამრეკლი ცისფერი ნისლეული ცხენის თავი, მარჯვნივ მაღლა. ირმის ნახტომის ცენტრალური ზოლიდან გამოზრდილი მშთანთქავი ნისლეულები მარცხენა დაბალ კუთხეში შეჯგუფებულა. ყველა ამ ნისლეულის დასანახავად ტელესკოპია საჭირო, თუმცა, სატურნი და მარსი, მთელი თვის განმავლობაში, შეუიარაღებელი თვალითაც ძველებურად კარგად გამოჩნდება, მზის ჩასვლის თანავე, აღმოსავლეთით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.