ახალი გრავიტაცია, გამოცდას უძლებს…

 ახალი და საკამათო ჰიპოთეზა, ჩვენ მიერ გრავიტაციის არასწორად გაგების შესახებ, პირველ გამოცდას წარმატებით გაუმკლავდა. 2010 წელს წარმოდგენილი ჰიპოთეზის მიხედვით, გრავიტაცია შეიძლება გაჩნდეს და აინშტაინისეული წარმოდგენისგან განსხვავებული ქცევა ჰქონდეს. 30 ათას გალაქტიკაზე ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევაც ამ იდეს ადასტურებს.

მეცნიერთა აზრით, ვერლინდეს(ერიკ ვერლინდე, ჰოლანდია, ამსტერდამის უნივერსიტეტი) გრავიტაციის ჰიპოთეზამ, თუ მან ყველა გამოცდას გაუძლო, ბნელი მატერიისგან შეიძლება გაგვანთავისუფლოს და ე.წ. ყველაფრის თეორიის საფუძვლად იქცეს, თეორიისა, რომელიც კლასიკური ფიზიკის კანონებს უფრო ნატიფ, არააშკარა და მეტად იდუმალ კვანტურ მექანიკასთან(1) გააერთიანებს.

დღევანდელი დღისთვის, გრავიტაციის თეორია, მენციერთა უმეტესობის მიერ არის აღიარებული, თუმცა სამყაროში მიმავალი ყველა პროცესის ახსნა მას არ შეუძლია.

უფრო კონკრტულად რომ ვთქვათ, კვლევები გვიჩვენებს, რომ სამყაროში, მათ შორის ჩვენ გალაქტიკაში(უცნაური გამოსხივება გალაქტიკის ცენტრიდან), იმაზე მეტი გრავიტაციაა, ვიდრე დამზერადი მატერია, რომელიც ამ ძალის გაჩენაზეა პასუხისმგებელი.

ამ შეუსაბამობის ახსნას ე.წ. ბნელი მატერიის არსებობით ხსნიან, იდუმალი სუბსტანციით, რომელიც უხილავია და ჩვეულებრივ მატერიასთან, მხოლოდ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში შედის. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, უკვე ათეულობით წლის განმავლობაში, ამ უჩვეულო მატერიის ნაწილეკების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, რაიმე კვალიც კი არ გამოაშკარავებულა(ბნელი მატერიის ქარი, როგორც ჩანს, მაინც უბერავს).

 ვერლინდეს იდეა, თავის მხრივ, გვეუბნება, რომ არანირი ზედემტი მატერია არ არის საჭირო სამყაროს მოქმედების ასახსნელად. ამის მაგივრად, უნდა დავაზუსტოთ, რა არის სინამდევილეში გრავიტაცია.

მისი აზრით, ეს ფუნდამენტური ძალა არ არის, არამედ დროებითი ფენომენია, ტემპერატურასავით, რომელიც მიკროსკოპული ნაწილაკის სიჩქარის მატებასთან ერთდ იზრდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, გრავიტაცია არის გვერდითი ეფექტი და არა სამყაროში მომხდარი მოვლენების მიზეზი(მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).

მეცნიერთა ჯგუფმა, მარგო ბრაუერის ხელმძვანელობით, 30 000 გალაქტიკაში ასრებული ხილული მატერიის განაწილების სპეციფიკა გამოიკვლია. როგორც გაირკვა, დამზერილის ახსნა(გალაქტიკების კიდურა ვარსკვლავებიც მაღალი სიჩქარეებით მოძრაობს და გალაქტიკაშივე რჩება, მათ ჰიპოთეტური ბნელი მატერიის გრავიტაცია აკავებს) ზედმეტი მატერიის შემოღების გარეშეც შეიძლება, თუ ვერლინდეს გრავიტაციას გამოვიყენებთ(ბნელი მატერია- WIMP თუ PIDM?).

გრავიტაციული ლინზირება, გალაქტიკებში, ბნელი მატერიის მოცულობის დასადგენი და შორეულ ობიექტებზე, კვაზარებზე, ზეახლებზე დაკვირვების ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული მეთოდია(გრავიტაციული ლინზა: ერთი ზეახლის ოთხი გამოსახულება).

მენციერებმა აღმოაჩინეს, რომ გრავიტაციული ლინზირებით დაკვირვებისას, თუ ვერლინდეს გრავიტაციას გავითვალისწინებთ, დამზერილი და რეალობა, ბნელი მატერიის გარეშეც მოდის შესაბამისობაში.

”ბნელი მატერიის მოდელი, სინამდვილეში, შეგროვებული მონაცემების უზარმაზარ ნაკრებს ეყრდნობა და უფრო სარწმუნოდ გამოიყურება” – ამბობს ბრაუერი(LIGO-მ ბნელი მატერია აღმოაჩინა?).

 ლიუბოს მოთლი, სიმების თეორიის(სიმების თეორია შეიძლება კვანტური მექანიკის საფუძვლად იქცეს) მგზნებარე მიმდევარი, ვერლინდეს იდეებზე ამბობს:

 ”სტუდენტის ნამუშევარ საკურსო მაკულატურასაც ვერ ვუწოდებ”(საკამათო ხვრელი).

 უნდა გვესმოდეს, რომ ფარდობითობის ზოგად თეორიაზე დაფუძნებული გრავიტაცია, არსად წასვლას არ აპირებს, უახლოეს მომავალში მაინც(ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები). თუმცა, არც ვერლინდეს თეორია ნებდება.

”საქმე ისაა, როგორ მოხდება მისი განვითარება და პრაქტიკული შემოწმება. როგორც არ უნდა იყოს, გადამოწმების პირველი მცდელობა, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება” – დასძენს ბრაუერი(მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?; გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.