ბნელი მატერია და დაკარგული მასა

 ლივერმორის ლაბორატორიის მეცნიერებმა ახალი თეორია წარმოადგინეს, რომლითაც შეიძლება აიხსნას, თუ რატომ ვერ ხდება ბნელი მატერიის დამზერა დედამიწაზე ჩატარებული ექსპერიმენტებით. ბირთვული ფიზიკის სპეციალისტთა ჯგუფმა(სახელად Lattice Strong Dynamics Collaboration), ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორიის ხელმძღვანელობით, ყველა თეორიული და გამოთვლის ფიზიკური მეთოდები, სუპერკომპიუტერის – Vulcan, საშაულებით გააერთიანა და ბნელი მატერიის ახალი მოდელი გამოიყვანა. მოდელის მიხედვით, დღევანდელი ბნელი მატერია, ბუნებრივად „უხილავი“ სუბსტანციაა, რომლის ურთიერთქმედების დამზერა ჩვეულებრივ მატერიასთან, უკიდურესად გავარვარებული პლაზმის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, პლაზმისა, რომლითაც ადრეული სამყარო იყო შევსებული(ადრეული სამყარო).

 „ახალგაზრდა სამყაროში მიმავალი ურთიერთქმედებები მნიშვნელოვანია. ახლანდელი მატერიისა და ბნელი მატერიის მოცულობები, ზომით ერთნაირია ფაქტიურად(არა მასით); სავარაუდოდ, ეს არის ბალანსირება, რომელიც სამყაროს გაცივებამდე ამ ორ მატერიას შორის მოხდა“ – ამბობს პავლოს ვარნასი, ნამუშევრის ერთ-ერთი ავტორი.

 სამყაროს მატერიის მეტი ნაწილი ბნელ მატერიაზე მოდის, რომელიც ელექტრომაგნიტურ, ძლიერ და სუსტ ურთიერთქმედებაში არ მონაწილეობს. სინათლეს არ ირეკლავს და ჩვეულებრივი მატერიაც უპრობლემოდ გადის მასში. სწორედ ამის გამო შეარქვეს ბნელი მატერია და მისი არსებობის შესახებ იმ გრავიტაციული ზემოქმედებიდან ვიცით, რომლითაც ის გალაქტიკებსა და მათ დაჯგუფებებზე ზემოქმედებს(ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade).

 ბნელი მატერიის საიდუმლოს ამოხსნის გასაღები, მის შემადგენელსა და კონფაინმენტის(კვარკი) თავისებურებაში დევს. კვარკების მსგავსად, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, მისი, მუხტის მქონე კომპონენტები ყველაფერთან ურთიერთქმედებს, დაბალზე კი ელექტრულად ნეიტრალურ კომპოზიტურ ნაწილაკებს ქმნის. ნეიტრონისგან განსხვავებით(ძლიერ ურთიერთქმედებაში მონაწილე ელექტრულად ნეიტრალური ნაწილაკი), რომელიც ჩვეულებრივი კვანტური ქრომოდინამიკით აღიწერება(მოკლედ კვანტური ქრომოდინამიკის შესახებ), ბნელი მატერიის ნეიტრონი, ჯერჯერობით უცნობი, „ქრომოდინამიკის ბნელი ფორმით“ უნდა აღიწერებოდეს.

 „აღსანიშნავია, რომ ბნელი მატერიობის კანდიდატი ნაწილაკი, მხოლოდ რამდენიმე ასეულჯერ მძიმე უნდ იყოს პროტონზე(პროტონის შიგნით). ის, ელექტრულად დამუხტული კომპონენტისგან შეიძლება შედგებოდეს“ – ამბობს ვარნასი.

 პროტონების მსგავსად, უხილავი ბნელი მატერიაც სტაბილურია და არ იშლება კოსმოსლოგიური დროის განმავლობაში. თუმცა, როგორც კვანტური ქრომოდინამიკა, ისიც უამრავ ელემენტარულ ნაწილაკეს წარმოქმნის, რომლებიც მალევე იშლება. ამ ნაწილაკებს ელექტრული მუხტი შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ ისინი ძალიან დიდი ხნის წინათ დაიშალა. ნაწილაკების ამაჩქარებელში, საკმაო ენერგიის შემთხვევაში(მაგალითად, დიდ ადრონულ კოლაიდერში), ამ ნაწილაკების ახლიდან გაჩენაა შესაძლებელი, იმ შორეული წარსულის მერე, პირველად. ისინი უნიკალურ სიგნატურებს დატოვებდა დეტექტორში, რადგან ელექტრულად დამუხტული იქნებოდა.

 „მიწისქვეშ და კოლაიდერზე ჩატარებული ექსპერიმენტები, ამ თეორიის მართებულობას უარყოფს ან დაადასტურებს“ – დასძენს ვარნასი(ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *