М 101-ის სიბნელე

 დიდი სპირალური გალაქტიკების ჰალო , ვარსკვლავების დიდი რაოდენობით გამორჩეული, თუმცა, მეტი სივრცული გადანაწილებით, ვიდრე ბირთვში. М 101(ბორბალი)-ის კიდეები კი უჩვეულოდ ბნელია და ვერც განვითარებული ჰალოს დემონსტრირებას ახდენს(NewScientist).

 ეს ფაქტი კითხვებს აჩენს, გალაქტიკების შერწყმითა და შთანთქმით ზრდის თეორიასთან დაკავშირებით. ითვლება, რომ სპირალურ გალაქტიკებს თავიანთი პატარა მეზობლების შთანთქმა, ან თავისივე ზომის სხვა გალაქტიკებთან შერწყმა შეუძლია, რის მერეც დეფორმირებულ მდგომარეობაში მილიარდობით წლები რჩებიან, სანამ ისევ საწყის ფორმას დაუბრუნდებიან. აქედან გამომდინარეობს, რომ დღეისათვის ხილული სპირალური გალაქტიკების უმრავლესობა სწორედ ახლო მეზობლების „გადაყლაპვით“ იზრდებოდა – შთანთქმისას, თავიანთი ვარსკვლავების პერიფერიაზე გაბნევითა და მათგან ვარსკვლავური ჰალოს ფორმირებით.

 М 101-ის დისკო, ჩვენი გალაქტიკის დისკოზე 70%-ით დიდია. როგორ შეძლო ასეთი ზომის მიღება სხვა გალაქტიკებთან შერწყმისა და თანმდევი ჰალოს ფორმირების პროცესის გარეშე?

 ჰალო ირმის ნახტომის გარშემოც დაიმზირება(ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე), უახლოესი დიდი სპირალური გალაქტიკის, ანდრომედას გარშემოც. სხვა სპირალური გალაქტიკების მასებისა და ფორმების ზუსტი მონაცემების დადგენა დღევანდელ დღემდე არ ხდებოდა, ხოლო როცა პიტერ ვან დოკუმმა და მისმა ჯგუფმა(იელის უნივერსიტეტი,ა.შ.შ.) ასეთი გამოთვლები ჩაატარეს, მოულოდნელ შედეგებს წააწყდნენ: М 101-ის ირგვლივ შერწყმების შედეგად გაჩენილი ვარსკვლავური ჰალოს კვალი თითქმის არ არის. ამასთან ერთად, М 101 შედარებით ახლოს მდებარე გალაქტიკაა – 21 მლნ. სინათლის წელი, ჩვენი გალაქტიკისგან ფორმით რადიკალურად განსხვავებულსაც ვერ უწოდებ.

 შესაბამისად, დიდი ზომის სპირალურ გალაქტიკებს ზრდის რაღაც სხვა მექანიზმი აქვს, რომლიც კანიბალიზმთან არ არის დაკავშირებული – М 101 ხომ ირმის ნახტომზე გაცილებით დიდია. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რომელი სიტუაციაა უფრო გავრცელებული – ვარსკვლავური ჰალო და გალაქტიკები, გაზრდილები შერწყმებითა და შთანთქმებით, თუ უფრო წყნარი ანალოგები, როგორიც М 101-ია(ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა).sherckma

 ნუთუ ირმის ნახტომისა და ანდრომედას ზრდის ისტორია, მათი სპირალური თანამოძმეებისთვის ნიმუში არ არის ?

 თუ აღმოჩნდა, რომ გალაქტიკა ბორბალი არ წარმოადგენს გამონაკლისს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ რაღაც ფუნდამენტური შეცდომა დავუშვით(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; გალაქტიკები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.