ისევ სიცოცხლის წარმომავლობის შესახებ

 პლანეტა დედამიწას შეგვიძლია ვუწოდოთ აქაური სიცოცხლის სამშობლო ? პალეონტოლოგი სანკარ ჩატერჯი ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან(ა.შ.შ.) თვლის, რომ სიცოცხლის ჩანასახები ციდან ჩამოცვივდნენ და შემდეგ აქ – პირვეყოფილი ქვესკნელის ყელში გაიზარდნენ.
_4 მილიარდი წლის წინ დედამიწის ზედაპირის ასტეროიდებითა და კომეტებით მუდმივი ბომბარდირების ხარჯზე, პლანეტის ფორმირების ეპოქაში, შეჯახების შედეგად გაჩენილი დიდი კრატერები არა მარტო წყალსა და სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო ქიმიურ ელემენტებს შეიცავდნენ, არამედ ტიგელის(ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც ადნობენ ან ახურებენ სხვადასხვა მასალას, ნივთიერებას) როლშიც გამოდიოდნენ, რომლებშიც ეს ნივთიერებები კონცენტრირდებოდნენ და უმარტივესი ორგანიზმების შექმნისათვის ემზადებოდნენ.
_ჩატერჯი პირველ რიგში დინოზავრებისა და პტეროზავრების პსეციალისტად არის ცნობილი, თუმცა, როგორც გაირკვა, ყველაზე უფრო მეტად მას ქიმიური ევოლუციის თეორიის სინთეზი და ანალიზი უფრო აინტერესებს, რომელიც ადრეული დედამიწის გეოლოგიურ პროცესებს გვიხსნის. ”ეს, მეცნიერების გრაალია, რომლისკენაც ყველა ჩვენ მივისწრაფით” – განმარტავს ჩატერჯი.
_უძველესი არსებების ნარჩენთა ძებნისას, პალეონტოლოგმა ინდოეთის ოკეანის ფსკერზე კრატერი შივა აღმოაჩინა, ქალაქ მუმბაიდან სამხრეთით. თუ ამ სტრუქტურას ნამდვილად დარტყმითი წარმომავლობა გააჩნია(არ არის დამტკიცებული), მაშინ იგი 40 კილომეტრიანმა ასტეროდიმა შექმნა. რაც ყველაზე საინტერესოა, ისიც ცნობილი ჩიკსულუბის კრატერის(დინოზავრების დამღუპველი 65 მილიონი წლის წინათ) ეპოქაშივე გაჩნდა(იუკატანის ნახევარკუნძული, მექსიკა)(ბაპტისტინას(Baptistina) დინოზავრები არ დაუხოცია).
_შემთხვევითია თუ არა, მეცნიერის ახალი კონცეფციის მთავარ გმირებად ისევ მეტეორიტები მოგვევლინენ, რადგან მისი აზრით, ციური სტუმრები სიცოცხლეს არა მარტო ართმევენ, არამედ ჩუქნიან კიდეც. სამი ლოკაციის შესწავლის მერე, რომლებშიც ყველაზე უფრო ძველი გაქვავებული ნარჩენებია ნაპოვნი, მან დაასკვნა, რომ სწორედ მეტეორიტებმა და კომეტებმა შემოიტანეს დედამიწაზე ყველა აუცილებელი ინგრდიენტი და სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო გარემოც შექმნეს. ზოგადად, პირველი ერთუჯრედიანი ორგანიზმები ჰიდროთერმულ ადგილებში გაჩდნენ.
”ოთხი მილიარდი წლის წინ ჯერ კიდევ ახლადფორმირებული დედამიწა სტერილური და სიცოცხლისათვის უვარგისი იყო. ის მდუღარე ქვაბს წარმოადგენდა: იფრქვეოდნენ ვულკანები, მოდიოდა მეტეორიტული წვიმები, ზედაპირი ცხელი მომწამლავი გაზებით იყო მოცული. მილიარდი წლის მერე ეს უკვე უშფოთველი, წყლით დაფარული პლანეტა იყო, ყველა ორგანიზმების წინაპარი მიკრობებით სავსე” – ამბობს ჩატერჯი.
_სიცოცხლის წარმომავლობის შესახებ დისკუსია, ტრადიციულად, ბუნებრივი პროცესებით, ორგანული მოლეკულებიდან უჯრედების ქიმიური ევოლუცის ირგვლივ ტრიალებს. ჩეტერჯი ამ პროცესების გართულების ოთხ სტადიას გამოყოფს: კოსმოსური, გეოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური.
_კოსმოსურ ეტაპზე(4,1–3,8 მლრდ. წლის წინ) დედამიწა ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ ფორმირებული და მთელი მზის სისტემა მასთან ერთად ასტეროიდებითა და კომეტებით დამუშავებას განიცდიდა. ბაქნების ტექტონიკამ, ქარმა და წყალმა იმ ბობოქარი დროის კვალი წაშალა, თუმცა მარსზე, ვენერაზე, მერკურისა და მთავრეზე შემონახული უძველესი კრატერები გვიჩვენებენ, თუ რამდენად მძიმე იყო მაშინდელი ბომბარდირება(გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა).
_იდეალურ ტიგელებად, ჩატერჯის აზრით, 550 კილომეტრიანი კრატერბი იქცნენ. მათი წარმომქმნელი ობიექტები იმდენად დიდები იყვნენ, რომ დედამიწის ქერქის გარღვევა შეეძლოთ, რითაც ვულკანურ და გეოთერმულ კრატერებს ქმნიდნენ. ასეთ პირობებში კი მათ მიერ შემოტანილი ნივთიერებები კონცენტრირდებოდნენ და პოლიმერიზებდნენ(სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები).
მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ადგილები გრენლანდიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში, სადაც უძველესი გაქვავებული არსებების შემცველი ქანებია ნანახი, ასეთი ღრმა, ბნელი და ცხელი კრატერების ნარჩენებს წარმოადგენენ.
დედამიწა, მზიდან იდეალურ მანძილზე ყალიბდებოდა, აქ ჩამოვარდნილი კომეტები წყლისა და დამატებითი ინგრედიენტების წყაროები ხდებოდნენ. გეოლოგიურ სტადიაზეც გადავედით: კრატერები წყლით გაივსო, ის გეოთერმულმა აქტიურობამ გაათბო, გაჩნდა კონვექცია – წყალი განუწყვეტლივ მოძრაობდა, ირეოდა და ე.წ. პირველყოფილ ბულიონად ყალიბდებოდა.
_”გეოლოგიური ეტაპი – ეს არის ძალიან ბნელი, ცხელი და იზოლირებული გარემოს პერიოდი, გეოთერმული სისტემებით, რომლებიც სიცოცხლის ინკუბატორები იყვნენე” – ხაზგასმით აღნიშნავს ჩატერჯი. კონვექტიური ნაკადები ორგანული მოლეკულების სეგრეგაციასა(გამოყოფა) და კონცენტრაციას ახდენდნენ. რაღაც ამდაგვარს ოკეანეების ფსკერზე ახლაც ვხვდებით. ეს უჩვეულო სამყარო იყო, ჩვენ ის უცნაურ და მყრალ ქვესკნელად მოგვეჩვენებოდა, გოგირდწყალბადით, მეთანით, აზოტის ოქსიდითა და ორთქლით, სწორედ იქ იყო სიცოცხლის უზრუნველმყოფელი ენერგია”.
_შემდეგ ქიმიური სტადია დაიწყო. წრებრუნვის გამომწვევი სითბო კრატერებში ქიმიური ნივთიერებების ერთმანეთში შერევას ახდენდა, მარტივი შენაერთების უფრო რთულ და დიდ ნაერთებად ტრანსფორმაციით. როგორც ჩანს, ამ აუზების ფორები და ნაპრალები თავისებური ”ტყის” როლს თამშობდნენ, რომლებზეც ყველაზე უფრო მარტივი რნმ და ცილები გროვდებოდნენ. ფართოდ გავრცელებული ჰიპოთეზის მიხედვით, ჯერ რნმ გაჩნდა, ხოლო შემდეგ ცილები. ჩატერჯის აზრით, ისინი ერთად გაჩნდნენ – იქ, სადაც გარე ზემოქმედებებისგან იყვნენ დაცულნი. ”რნმ-სა და ცილების თანაარსებობა, ჰიდროთერმულ კრატერებში უფროა შესაძლებელი, ვიდრე მარტო რნმ-სი”. რნმ-ს მოლეკულები ძალიან არამდგრადია. გეოთერმულ პირობებში ისინი მალევე უნდა დაიშალონ. წყნარი კვლავწარმოებისა და მეტაბოლიზმისთვის, გარკვეული კატალიზატორებია საჭირო, რომელთა როლსაც მარტივი ცილები შესანიშნავად ერგებიან. ამინომჟავები, რომელთაგანაც ეს ცილები შედგებიან, უფრო მარტივად წამოიქმნებიან, ვიდრე რნმ-ს კომპონენტები”.
_საკითხავი ისაა, თუ როგორ შეძლო იმ ბულიონში თავისუფლად მოცურავე ცილებისა და რნმ-ს მასალამ გარემოსაგან თავდასაცავად მემბრანას გამოგონება. ჩატერჯი აქ, დევიდ დრიმერის(კალიფორნიის უნივერსიტეტი) ჰიპოთეზას ენდობა, რომელიც თვლის, რომ მემბრანული მასალა ბულიონში უკვე იყო. ამ მეცნიერმა მარჩისონის მეტეორიტიდან, რომელიც 1969 წელს ავსტრალიაში ჩამოვარდა, ცხიმოვანი მჟავების ვეზიკულების გამოყოფა მოახერხა. კოსმოსური ცხიმის ბუშტულები უჯრედის მემბრანებს ჰგვანან. ”მეტეორიტები – აი რამ მოიტანა ლიპიდები დედამიწაზე” – ირწმუნება ჩატერჯი. ეს მასალა წყლის ზედაპირზე ცურავდა, ხოლო კონვექციურ დინებებს დროდადრო სიღრმეში მიჰქონდა ისინი. ეს პროცესი მილიონობით წელი გრძელდებოდა, ბოლოსდაბოლოს მარტივი რნმ და ცილები ამ კაფსულებში ერთად ჩაკეტილები აღმოჩნდნენ. მათ ურთიერთქმედება დაიწყეს და დროთა განმავლოაბში რნმ-მ დნმ-ს ფორმირებას მისცა ბიძგი, ეს უკანასკნელი უფრო მდგრადი შენაერთია. გაჩნდა გენეტიკური კოდი, პირველმა უჯრდებმა გაყოფა დაიწყეს.
ფინალური სტადია – ბიოლოგიური, იგულისხმება აღწარმოებადი უჯრედების გაჩენა, რომლებმაც შთამომავლობისთვის გენეტიკური ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და გადაცემა ისწავლეს. ეს უკანასკნელნი გენების ყველაზე უფრო ფანტასტიურ კომბინაციებს წარმოქმნიდნენ, რომელთა ურიცხვმა რაოდენობამ არსებობა არაფრით დაასრულა, სანამ რეპლიკაციის მართებული გზა არ გამოჩნდა.
_ასე წარმოიშვა ევოლუცია მისი დარვინისეული გაგებით(მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის), მასთან ერთად კი ბიოლოგია – კოსმოსური, გეოლოგიური და ქიმიური პროცესების კულმინაცია.
ჩატერჯი თვლის, რომ თანამედროვე რნმ-ვირუსები და ცილებით მდიდარი პრიონები, სასიკვდილო დაავადებათა გამომწვევნი, პრიმიტიული რნმ-სა და ცილების ევოლუციური შთამომავლები შეიძლება აღმოჩნდნენ. შესაძლებელია, ისინი, უძველესი უჯრედული ნაწილაკები არიან, უჯრედული სიცოცხლის წინამორბედნი. ამ უკანასკნელის გამოჩენისთანავე, რნმ-ვირუსები და პრიონები მოძველდნენ, თუმცა გადარჩნენ, ცხოვრების პარაზიტულ წესზე გადასვლით.
_რა თქმა უნდა, მეცნიერი ხვდება, რომ ნებისმიერი მსგავსი თეორია, რაც არუნდა ლოგიკური იყოს, ექსპერიმენტულ დადასტურებას მოითხოვს და ის, ბიოლოგიამდელი სამყაროს შექმნის ექსპერიმენტში მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებს, რათა თავისი ნაფიქრალი დაამტკიცოს ან უარყოს. მხოლოდ პროტოუჯრდის შექმნაა საჭირო, რნმ-ვირუსებისა და პრიონებისგან, რომლებიც მემბრანებში არიან მოქცეულნი(ასტროჭრილობები; გარდაუვალი სიცოცხლე; განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; სიცოცხლის ყველა ფერი; საზღვრებში მოქცეული სიცოცხლე; ხელოვნური სიცოცხლის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი; სიცოცხლის ჩასახვისათვის საჭირო პირობები; მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის; კოსმოსში რთული ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს; ანთროპული პრინციპი)…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.