შეძლებს მეცნიერი ახალი აღმოჩენის გაკეთებას? ვინ იცის. ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით შედეგებს. ფიზიკისა და პლანეტების კვლევის მეცნიერებათა პროფესორმა, ერნსტ ცინერმა (Ernst K. Zinner), ამერიკის კოსმოსის კველვის სააგენტოსგან 1 380 000 დოლარის გრანტი მიიღო, რათა მან დეტალურად გამოიკვლიოს 1969 წელს ავსტრალიის ქალაქ მურჩისონთან ჩამოვარდნილი მეტეორიტი.
ამ ცნობილი მეტეორიტის ნატეხი ამჟამად ვაშინგტონის ნაციონალურ მუზეუმში ინახება. მეცნიერი, მურჩისონის მეტეროტიტში არსებულ პრომზიურ ნაწილაკებს შეისწავლის. ეს არის ე.წ. ვარსკვლავური მტვერი, რომელიც „დაიბადა და მოკვდა“ მილიარდობით წლის წინათ, ჩვენი მზის სისტემის ჩამოყალიბებამდე.
პროფესორი იმედოვნებს, რომ მეტეორიტიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ვარსკვლავური მტვრის ამოღებას შეძლებს, რომელის წარმომავლობაც ზეახალს უკავშირდება – გიგანტურ ვარსკვლავს, რომელმაც ევოლუცია აფეთქებით დაასრულა.
ვარსკვლავური მტვრის ნაწილაკები მეცნიერს დაეხმარება ნათელი მოჰფინოს მეტეროტიებისა და ზეახალი ვარსკვლავების ფორმირების პროცესებს. 1960 წლამდე, მეცნიერთა უმრავლესობა თვლიდა, რომ ადრეული ხანის მზის სიტემაში ვარსკვლავური მტვერი ვერ დარჩებოდა ისეთი როგორიც მაშინ იყო, სისტემაში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო. თუმცა, სამოციანი წლების ბოლოს, მკვლევარებმა მეტეორიტებში უჩვეულო იზოტოპური ნივთიერებების აღმოჩენები დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ მეტეროტირებს შიგნით ბევრი ნივთიერება წარმოუდგენლად დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ინახებოდეს.
პრომზიური ნაწილაკები საკმაოდ მინიატურული ზომისაა, ამიტომ მათ შესასწავლად საჭიროა სპეციალური მოწყობილობის გამოყენება. პროფესორი ცინერი ხსენებულ ნაწილაკებს სპექტრომეტრით გამოიკვლევს.