WISE ბლაზარებს იკლევს

მიღებული მონაცემები მეცნიერებს ადრეული სამყაროს ზემასიური შავი ხვრელებიდან ამომავალი ზესწრაფი ჭავლებისა და ამ ხვრელების ევოლუციის შესწავლაში დაეხმარებათ.

 ასტრონომები აქტიურად ნადირობენ ზემასიურ შავ ხვრელებზე, ე.წ. ბლაზარებზე, ინფრაწითელი დიაპაზონის ფართოკუთხიანი ორბიტალური ტელესკოპის WISEს საშუალებით. მისიამ უკვე 200-ზე მეტი ბლაზარი აღმოაჩინა და კიდევ ათასობით ასეთი ობიექტის აღმოჩენა შეუძლია.

 ბლაზარები სამყაროს ყველაზე უფრო ენერგიულ ობიექტთა სიაში შედიან. ისინი გიგანტური გალაქტიკების ცენტრში მყოფ აქტიურ ზემასიურ შავ ხვრელებს წარმოადგენენ. ხვრელი გალაქტიკურ მატერიას შთანთქავს, რომლის  შემადგენლის ნაწილი პულუსებთან თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ჭავლების(ჯეტი) სახით გამოიტყორცნება კოსმოსში. ბლაზარები უნიკალურები არიან, რადგან მათი ჭავლები პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული.

 „ბლაზარი იშვიათი ობიექტია, რადგან არც თუ ისე ხშირია მაინც და მაინც დედამიწისკენ ჭავლით მოტრიალებული ზემასიური შავი ხვრელების რაოდენობა“, ამბობს წამყვანი მკვლევარი ფრანჩესკო მასარო პალო-ალტოს KIPAC-ის ლაბორატორიიდან, კალიფორნია,ა.შ.შ. „ჩვენ ინფრაწითელი WISE, რომელიც ამ დიაპაზონის დაბალ ენერგიებზე მიმავალი რპოცესების საკვლევად იქნა შექმნილი, გაცილებით მაღალი ენერგიების ბლაზარებზე დასაკვირვებლად გამოვიყენეთ, მან კი გაცილებით იკეთ იმუშავა, ვიდრე გვეგონა“.

 WISE ცას ინფრაწითელ დიაპაზონში 2010 წელს იკვლევდა, მან ასეულ მილიონობით სხვა და სხვა ტიპის ობიექტების კატალოგი შეადგინა. მკვლევარებმა ეს მონაცემები ადრე აღმოჩენილ გაურკვეველ გამა-წყაროებს შეადარეს, რომლებიც ბლაზარები აღმოჩდნენ და კიდევ ათასობით ასეთი ობიექტების აღმოჩენას ვარაუდობენ(კვაზარი,ბლაზარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.