სატურნის 6 თანამგზავრი

 რამდენი თანამგზავრი აქვს სატურნს?. დღევანდელი დღისთვის უკვე 62-ია აღმოჩენილი, მათ შორის ყველაზე პატარას დიამეტრი კილომეტრზე მცირეა. სატურნის ოჯახის ამ მკაფიო გამოსახულებაზე, რომელიც 9 მარტსაა გადაღებული, სატურნის 6 დიდი თანამგზავრი ჩანს. ტიტანი თანამგზავრთა რიგს მარცხენა დაბალი კუთხიდან იწყებს. მისი დიამეტრი 5150 კილომეტრია, ის მთვარეზე და მერკურიზე დიდია. ტიტანიდან მარჯვნივ განლაგდნენ მიმასი, თეტისი, თვითონ სატურნი, ენცელადი, დიონა და რეა. სატურნის ყველა ბუნებრივი თანამგზავრიდან პირველად ტიტანი აღმოაჩინეს, ეს ჰოლანდიელმა ასტრონომმა ქრისტიან ჰიუიგენსმა 1655 წელს გააკეთა. ბოლო აღმოჩენა უკვე 2009 წელს მოხდა, კასინის მიერ გადმოცემული გამოსახულებების დამმუშავებელი ჯგუფის მიერ, თანამგზავრის პირობითი სახელია S/2009 S1. 14 მარტს სატურნის პირისპირდგომა იყო, ეს საუკეთესო მომენტია სატურნის რგოლებისა და მისი თანამგზავრების ტელესკოპით დასათვალიერებლად.

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *