თეთრი ჯუჯები დედამიწასთან ახალოს

 ფიზიკოსმა მაკრემინ კილიკმა(Mukremin Kilic) თავის კოლეგებთან ერთად ორი თეთრი ჯუჯას აღმოჩენა და იდენტიფიცირება შეძლო. ჯუჯების ასაკი 11 და 12 მილიარდი წელია. მეცნიერთა აზრით ისინი კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე ხნიერი და ჩვენთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე თეთრი ჯუჯები არიან. სავარაუდოდ ისინი დიდი აფეთქების მერე მალევე ჩამოყალიბდნენ.

 მაკრემინ კილიკი ამბობს:“ თეთრი ჯუჯა გიგანტურ ღუმელს ჰგავს, რომელიც საწავის გამოლევასთან ერთად გაცივებას იწყებს. თუ გავიგებთ რამდენად ცივია ეს ღუმელი, მაშინ ისიც გვეცოდინება რა დროის განმავლობაში აღარ მიუღია მას საწვავი. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ორი ვარსკვლავი კი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში ცივდებოდა“.

 თეთრი ჯუჯები ევოლუციის ბოლო სტადიაზე მყოფი კომპაქტური ვარსკვლავები არიან, მზის მასითა და მასზე გაცილებით მცირე ნათობით. მეცნიერები თვლიან, რომ 5 მილიარდი წლის მერე ჩვენი მზეც ასე დაასრულებს ევოლუციას.

 „ჩვენი კვლევები პათოლოგანატომის კვლევებს ჰგავს, რომელიც მკვდარ სხეულს შეისწავლის, რათა გაიგოს, რა დაემართა მას და კონკრეტულად როდის. ჩვენც ასევე ვსწავლობთ ცივ ვარსკვლავებს, რათა გავიგოთ, ზუსტად როდის გადაიქცნენ ისინი თეთრ ჯუჯებად“ – დასძენს კილიკი(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.