მარსის ზედაპირი, რეგონი Syrtis Major

 ამერიკელი ექსპერეტები მარსის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონების ფოტოებით ჩვენს მომარაგებას აგრძელებენ (გასადიდებლად დაკლიკეთ ფოტოებზე).  მზიდან მეოთხე და ზომით მეშვიდე პლანეტა მარსი, მსოფლიოს მეცნიერთა და პლანეტოლოგთა შორის ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს. ეს დედამიწის ტიპის პლანეტა გაიშვიათებული ატმოსფეროთი (ზედაპირთან წნევა 160-ჯერ მცირეა, ვიდრე დედამიწაზე), ყველაზე საუკეთესო ადგილია ჯერ მცენარეებით, შემდედ ცხოველებითა და ადამიანებით დასასახლებლად მთელს მზის სისტემაში.

 სამოციანი წლებიდან დაწყებული, მარსის უშუალო კვლევას ახდენდნენ სსრკ (პროგრამა „მარსი“ და „ფობოსი“)-ს, ევროპისა და ამერიკის კოსმოსური სააგენტოების საპლანეტათშორისო თანამგზავრები („მარინერი“,“ვიკინგი“,”Mars Global Surveyor”, “Mars Exploration Rover Mission“, “Mars Express“). ბოლოს გადღებული ფოტოები, მაღალი გარჩევადობის კამერით, რომელიც “Mars Express”-ზეა დაყენებული, თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს განსაკუთრებით საინტერესო რეგიონს სახელად Syrtis Major. ეს ადგილი ჯერ კიდევ 1659 წელს ქრისტიან ჰიუიგენსმა აღმოაჩინა.

 ექსპერტები თვლიან, რომ წრსულში ეს ადგილი წყლით იყო დაფარული, აქ იყო ნამდვილი დიდი ზღვა. ამჟამად კი ცნობილი ვულკანური რეგიონია. Syrtis Major-ის ფოტოები კრატერების დემონსტრირებას ახდენს, რომლებშიც ერთ დროს ლავა ჩაედინებოდა, ასევე ქვიშანაყარი ზედაპირი, რომელიც ქარის მოქმედებით ჩამოყალიბდა.

ზოგიერთი ფოტო “Mars Express”-მა 3D ეფექტით გადაიღო.
1.ქვიშაყრილი 2. კრატერი გაქვავებული ლავათი 3.ცარიელი კრატერი._

 სამწუხაროდ, ყველა გამსოახულების ნახვა, რომლებსაც ამერიკის და ევროპის კოსმოსური სააგენტოები თავიანთი ზონდებიდან იღებენ, ჩვენ მაშინვე არ შეგვიძლია, არამედ მიღებიდან რამდენიმე თვის მერე. მიუხედავად ამისა, მაინც სასიამოვნოა, რომ მათი ნახვის საშუალება მოგვიანებით, მაგარმ მაინც გვეძლევა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.