PANSTARRS და ანდრომედა

 ისე მოხდა, რომ კომეტასაც და გალაქტიკასაც ერთნაირი კუთხური ზომები აქვთ. თუმცა მათი ფიზიკური ზომები რა თქმა უნდა სრულიად განსხვავებულია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა კომეტა PANSTARRS-ი მზის სისტემის ყველაზე დიდი ობიექტია – მისი კუდი 15 მზის დიამეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, ანდრომედაზე მაინც 70 მილიონჯერ პატარაა. ეს ფოტო რამდენიმე დღის წინათ რუსეთის ტერიტორიიდან გადაიღეს. კომეტა C/2011 L4 (PANSTARRS) მზეს ნელნელა შორდება და პატარავდება, მოძრაობს რა ჩრდილოეთის მიმართულებით, იქით, საიდანაც მოფრინდა. როდის დაბრუნდება არავინ იცის, შესაძლებელია, რომ იმ დროისათვის ადამიანი და კომპიუტერი ერთ მთლიანობად გადაიქცევიან(მანქანური ცივილიზაცია; უძველესი სამყაროები: ვარსკვლავიდან ცივილიზაციამდე; სამყაროს, ტვინისა და ინტერნეტის მსგავსება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.