ანდრომედა და მზესუმზირა

 სიახლოვისა და დიდი ზომების გამო, დაახლოებით 260 ათასი სინათლის წელი, ტელესკოპს – GALEX(გალაქტიკების ევოლუციის მკვლევარი), 11 ფოტოს გადაღება დასჭირდა, რათა ამ სპირალური გალაქტიკის შთამბეჭდავი გამოსახულება მიეღო ინფრაწითელ დიაპაზონში. ხილულ დიაპაზონში, გამოსახულებაზე კარგად ჩანს სპირალური მკლვები. თუმცა, ინფრაწითელ შუქში, მკლავები, რომელბშიც ბევრია ახალგაზრდა და მასიური ვარსკვლავი, რკალებს უფრო ჰგვანან. რკალებში ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების არსებობა წარსულში ჯუჯა გალაქტიკა თანამგზავრთან შეჯახებით შეიძლება აიხსნას. ანდრომედა და ირმის ნახტომი ადგილობრივი გალაქტიკური ჯგუფის დომინანტი გალაქტიკებია.



ორბიტაზე 23 თვიანი მუშაობის მერე, ფინანსური პრობლემების გამო, ტელესკოპი ”მძინარე” რეჟიმში გადაიყვანეს. ყოველთვიურად აპარატი 100 000 დოლარი ჯდება. ნასამ კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან(Caltech) 150 მილიონი დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა. Caltech-ი ტელსკოპის რეანიმაციას მოახდენს, ეს ორგანიზაციავე იქნება მისიის მმართველი და მაკონტროლებელი.

 გალაქტიკა ”მზესუმზირა” – ლამაზი კოსმოსური ობიექტი, რომელსაც სხვა სახელებიც აქვს: M63, Messier 63, Мессье 63, NGC 5055, ZWG 217.23, UGC 8334, MCG 7-27-54, PGC 46153.


არმოდგენილი ფოტო იტალიელმა ასტრომოყვარულმა გადაიღო.

 ეს სპირალური გალაქტიკა მწევარის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ის 1779 წლის 14 ივნისს ფრანგმა ასტრონომმა პიერ მეშენმა(Pierre Méchain) აღმოაჩინა.

 ზამთრის ბოლოდან შუა ზაფხულამდე მასზე დაკვირვების საუკეთესო დროა. გალაქტიკა მკრთალი და ოდნავ გაწელილი ლაქის სახით ჩანს ბინოკლში. სამოყვარულო ტელესკოპით(200-300 მმ.), გალაქტიკა ელვარე ელიფსის სახით წარმოგვიდგება, მკაფიო და ვარსკვლავისმაგვარი ბირთვით, საკმაოდ დიდი და სუსტად მანათობელი ჰალოთი(ვარსკვლავური და გაზურ-მტვროვანი ამოზნექილობა გალაქტიკების ცენტრებთან).

 მოკლე მკლავებიანი ცენტრალური დისკოს მქონე მზესუმზირა, დედამიწას 57 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, 1971 წელს მასში ზეახალი ვარსკვლავი აინთო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.