სიცოცხლეს მარსზე იპოვნიან, თუ ის იქ არის

მეცნიერები, რომლებიც წითელი პლანეტის შესწავლითა და მარსზე სიცოცხლის კვალის ძებნით არიან დაკავებულნი აცხადებენ, რომ ახალი ზემგრძნობიარე მოწყობილობის დახმარებით აუცილებლად მოხდება სიცოცხლის აღმოჩენა, თუ სერთოდ ის წითელ პლანეტაზე არსებობდა ან არსებობს. სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ პასუხს კითხვაზე, რომელიც კაცობრიობას საუკუნეების მანძილზე აწუხებს.

 

 

სიცოცხლისათვის შესაფერისი ეგზოპლანეტა?

ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა (შვეიცარია) განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია იყოს სიცოცხლე. ის დედამიწზე 3,6-ჯერ მძიმეა და 36 000 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. სტატიის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Astronomy & Astrofysics გამოქვეყნდა, პლანეტა ვარსკვლავ HD 85512-ის ორბიტაზე ბრუნავს.

 

აღმოჩენილია მზესთან უახლოესი ახალი ვარსკვლავი

  ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა აღმოაჩინა ერთ-ერთი მზესთან ახლოს მდებარე ახალი ვარსკვლავი. ობიექტი საელად AP Columbae, მიეკუთვნება ე.წ. მთავარ მიმდევრობამდელი(ვარსკვლავი, რომელიც ევოლუციას არ ამთავრებს კატასტროფული აფეთქებით) ვარსკვლავების კატეგორიას. ის ევოლუციის ადრეულ სტადიაზე იმყოფება.

ქარიშხალ Irene-ს ფორმირება

  როგორ ფორმირდება ქარიშხალი? მოვლენის სრული სურათი ჯერჯერობით ისევ კვლევის საგანია, თუმცა ამ ვიდეოს ნახვის მერე შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ამ პროცესზე.

რუსული რადიოტელესკოპი „спектр-Р”-ი კავშირზეა

კავშირის პირველი სეანსი რადიოტელესკოპ „спектр-Р”-თან მაღალინფორმატიული(ВИРК) არხის საშუალებით, რომელიც დედამიწაზე სამეცნიერო მონაცემების გადაცემისთვისაა განკუთვნილი, მოსკოვის ახლოს მდებარე პუშინოს ობსერვატორიასთან მოხდა. ამის შესახებ იუწყება პროექტის ოფიციალური საიტი.

 

ცეფეიდები – ასტრონომების კოსმოსური შუქურები

  მეზღვაურები ორიენტირებას საზღვაო შუქურებით ახერხებენ, ასტრონომები კი კოსმოსურ შუქურებს მანძილების დასადგენად იყენებენ. კოსმოსში ასეთი შუქურების სახით გვევლინებიან პულსირებადი ცვლადი ვარსკვლავები – ცეფეიდები.

CERN-ში კოსმოსური სხივების კლიმატზე ზემოქმედების ფაქტი დაამტკიცეს

ექსპერიმენტი CLOUD-ით დადგინდა, რომ კოსმოსური სხივები აეროზოლების ფორმირებაზე ახდენენ ზემოქმედებას, რასაც ღრუბლების წარმოქმნა ახლავს თან.

 

 

მისია ”ჰაიაბუსა”

 მტვერი, რომელიც აპარატმა ”ჰაიაბუსამ” დედამიწაზე ჩამოიტანა, მეცნიერებს ასტეროიდ იტოკავას წარსულის გარკვევაში დაეხმარა. ერთბაშად ექვსი სტატია გამოქვეყნდა ამ თემაზე ჟურნალ Science-ში. მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist  და Nature News წერენ.